✅ აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან შეიქმნა ახალი პლატფორმა „ეკონომიკის ექსპერტთა საბჭოს“ სახით, რომელშიც გაერთიანებულია სწავლული ეკონომიკის ექსპერტები, აკადემიური წრეებიდან.
🌀 „ეკონომიკის ექსპერტთა საბჭოს“ შემადგენლობაშია: ბადრი გეჩბაია, გელა მამულაძე, ანზორ დევაძე, პაატა აროშიძე, პაატა ჩაგანავა, მამუკა თურმანიძე, რომან მამულაძე, ვლადიმერ ღლონტი, დავით ქათამაძე, როსტომ ბერიძე
საბჭოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
🔵 აჭარის ა.რ ეკონომიკური განვითარების ანალიზი;
🔵 შესაბამის უწყებებთან ერთად დარგობრივი სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
🔵 ეკონომიკური რისკებისა და საინვესტიციო გარემოს ანალიზი;
🔵 ეკონომიკური მიმართულებების პრიორიტეტების განსაზღვრასა და შესაბამისი გეგმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
🔵 ეკონომიკურ ინტერესებზე მორგებული ახალი იდეების გენერირება სხვადასხვა პროფილის მქონე დარგების ჭრილში
🔵 დისკუსიების გამართვა მიღებული რეკომენდაციებთან დაკავშირებით, მათი საზოგადოებისთვის გაცნობის მიზნით
ასევე, მიმდინარე და სამომავლო ეკონომიკური გამოწვევების ეფექტურ დაძლევაში, ხელისუფლებისა და ბიზნესისათვის მაქსიმალური ხელშეწყობა, მათთან აქტიური თანამშრომლობის გზით სხვადასხვა დარგობრივ ფორმატებში.