COVID-19-ის პრევენციის მიზნით, გაცნობთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისგან, ინფრასტრუქტურულ პროექტში ჩართული კომპანიებისთვის, მიღებულ რეკომენდაციებს:

1375

მოგესალმებით,🔊🔊🔊

COVID-19-ის პრევენციის მიზნით, გაცნობთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისგან, ინფრასტრუქტურულ პროექტში ჩართული კომპანიებისთვის, მიღებულ რეკომენდაციებს:

. თანამშრომელთა სამსახურეობრივი ავტობუსით (ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით) ჯგუფურად მგზავრობის შემდგომ უნდა განხორციელდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების შიგა პერიმეტრის (მძღოლის და მგზავრთა არეალი) დეზინფექცია;

• უნდა შეიზღუდოს და/ან აიკრძალოს გრიპისმაგვარი დაავადებების სიმპტომების (მაღალი ტემპერატურა, ან ხველა, ან სურდო, სუნთქვის გაძნელება) მქონე თანამშრომელთა სამსახურში დაშვება სიმპტომების გამოვლენიდან მინიმუმ 7 დღით;

• საქართველოს საზღვრის გადმოკვეთიდან 14 დღის განმავლობაში უნდა აიკრძალოს უცხოეთიდან დაბრუნებული თანამშრომლის სამსახურში გამოცხადება, ანაზღაურების შენარჩუნებით;

• შეიკავეთ თავი საჯარო ღონისძიებების ორგანიზებისგან და ხალხმრავალი შეხვედრების გამართვისგან. სანაცვლოდ, შესაძლებელია ონლაინ შეხვედრების ჩატარება;

• უნდა აიკრძალოს დაავადებულთან ახლო კონტაქტში მყოფი თანამშრომლის სამსახურში გამოცხადება საიზოლაციო (საკარანტინო) ვადის დასრულებმდე;

• დააწესეთ ზედამხედველობა თანამშრომლების ჯანმრთელობაზე. ამ მიზნით, რეკომენდებულია შეიმუშაოთ სპეციალური კითხვარი (იხილეთ დანართი, რომელშიც მოცემულია ის კითხვები, რომლებიც აუცილებლად უნდა აისახოს შემუშავებულ სპეციალურ კითხვარში), რომლის შევსების შემდეგაც დაუშვებთ თანამშრომლებს ობიექტზე/სამუშაო სივრცეში;

• შეძლებისდაგვარად, შეზღუდეთ 70 წელს გადაცილებული ან რაიმე ქრონიკული დაავადებების მქონე პირების ახლო კონტაქტი სხვა თანამშრომლებთან;

• განსაზღვრეთ „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“ თანამდებობისა და ფუნქციის მქონე პირები. მათი ფუნქციების (საქმიანობის) შეუფერხებლად გასაგრძელებლად, გადაამზადეთ სხვა თანამშრომელი ან უზრუნველყავით მათ გარეშე (დისტანციური) მუშაობის შესაძლებლობა;

• მოიმარაგეთ ჰიგიენური საშუალებები (საპონი, ხელსახოცი, ხელების სადეზინფექციო საშუალებები), მათ შორის ინდივიდუალური გამოყენების. ხელების სადეზინფექციო საშუალებები განათავსეთ თვალსაჩინო და ხშირი მოძრაობის ადგილებში;

• სამსახურში განსაკუთრებული სიტუაციის წარმოქმნის მზადყოფნისთვის იქონიეთ პირბადეებისა და სხვა ინდივიდუალური დაცვის საშუალებების აუცილებელი მინიმალური მარაგი;

• თანამშრომლებს უნდა მიაწოდოთ ინფორმაცია ხელების ჰიგიენისა და სადეზინფექციო საშუალებების მოხმარებისა და ხველა/ცემინების ეტიკეტის დაცვის შესახებ;

• თანამშრომლებმა სამუშაოების წარმოებისთვის განკუთვნილი ტანსაცმელი უნდა გამოიყენონ მხოლოდ ობიექტზე (ველზე) მუშაობისას;

• სამსახურში განსაზღვრეთ თანამშრომლებისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე პასუხისმგებელი პირი;

• აუცილებლობლობის გარდა, შეზღუდეთ (გააუქმეთ) ტრენინგები, სამუშაო თუ სხვა სახის ჯგუფური შეხვედრები;

• შეძლებისდაგვარად, შექმენით 2 ან მეტი თანაბარძალოვანი ჯგუფი, რომლებიც სამუშაოს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შეასრულებენ და საჭიროების შემთხვევაში შეეძლებათ ერთმანეთის ჩანაცვლება. ერთი ჯგუფის მეორეთი ჩანაცვლების პერიოდში, აუცილებელია ჩატარდეს სადეზინფექციო სამუშაოები;

• დასაქმებული თანამშრომლის COVID-19-ის დადასტურების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ დამკვეთს და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალურ ცენტრს. დამატებით, აუცილებელია COVID-19-ით დაავადებულთან ახლო კონტაქტში მყოფი პირების თვითიზოლაცია 14 დღის განმავლობაში.

🔵 გთხოვთ, გაითვალისწინოთ ზემოაღნიშნული რეკომენდაციები.