🇬🇪🇹🇷26 თებერვალს აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ნიკა ჩხარტიშვილი თურქეთის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს ორგანიზებით მიწვეული იყო ართვინის გუბერნიაში.
✅ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ართვინსა და ბათუმს შორის ტურისტული პოტენციალის გაღრმავება და განვითარება. ასევე გაიმართა B2B შეხვედრები, რომლის შედეგადაც ჩამოყალიბდა კონკრეტული საქმიანი კავშირები ბათუმისა და ართვინის ტუროპერატორებსა და ტურისტულ სააგენტოებს შორის.
✅შეხვედრას ესწრებოდნენ ართვინის გუბერნატორი ილმაზ დორუქი, ართვინის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავჯდომარე სეჩკინ ქურთი, თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ბათუმში ქალბატონი მაქბულე კოჩაქი, სავაჭრო ატაშე ქალბატონი ფეიზა ერდოღანი და მისი მოადგილე ასლან კოჩალიძე, აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის ახალგაზრდა ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე ლაშა ბოლქვაძე და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები.