აგროკომპლექსის გახსნა შუახევის მუნიციპალიტეტში

145

📌აჭარის ა.რ სოფლის მეურნოების სამინისტროსა და ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის პროგრამის ,,მაღალმთიან აჭარაში სანერგე საჩითილე მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის’’ ფარგლებში შუახევის მუნიციპალიტეტში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი აგროკომპლექსი გაიხსნა. აღნიშნული კომპლექსი საჩითილე მეურნეობასა და ვეტერინარულ კლინიკას მოიცავს.
აგროკომპლექსის პრეზენტაციას ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის ა.რ სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე, აგროსერვისცენტრის ხელმძღვანელი გოჩა ბერიძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე.
გახსნის ცერემონიაზე მიწვეული იყვნენ აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ნიკა ჩხარტიშვილი და თავმჯდომარის მოადგილე ნინო დოლიძე.