სიახლეები

MÜSİAD-ის წარმომადგენლების ვიზიტი პალატაში

28.10.2025

პალატას ეწვივნენ MÜSİAD ალბანეთის ფილიალის თავმჯდომარე მუჰამედ იშლერი და მისი დელეგაცია, ასევე MÜSİAD სივასის ფილიალის თავმჯდომარე უგურ გორგენი თანმხლები წევრებით.

შეხვედრაზე განხილულ იქნა სამმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობები აჭარას, თურქეთსა და ალბანეთს შორის, საინვესტიციო პოტენციალი, სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება და ერთობლივი ბიზნეს ინიციატივების განვითარების გზები.

აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას საერთაშორისო პარტნიორებთან, რაც ხელს უწყობს რეგიონის მეწარმეებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას