აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაცია
ასოციაციის მიზანია ქალთა ბიზნესის ხელშეწყობა, მათი ინტერესების დაცვა და მხარდამჭერი გარემოს შექმნა როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო დონეზე. ასოციაცია აქტიურად უწყობს ხელს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას, პარტნიორული კავშირების გაფართოებასა და ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციას. მისი საქმიანობა მოიცავს ლობირებას, კონსულტაციებს, კვლევებს, ტრენინგებსა და მონაწილეობას საკანონმდებლო პროცესებში, ასევე თანამშრომლობას სახელმწიფო და კერძო სექტორთან.
ასოციაცია აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან ერთად ყოველწლიურად მართავს ქალ ბიზნესმენთა ფორუმს, რომელიც ქალთა შესაძლებლობების გაძლიერებასა და სახელმწიფო სერვისების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად.
ასოციაციის წევრობა შესაძლებელია ნებისმიერი ქალისათვის, ვინც ეწევა ან აპირებს ბიზნეს საქმიანობას. წევრობა გულისხმობს პროფესიულ მხარდაჭერას, ქსელის გაფართოებასა და სხვადასხვა სერვისზე წვდომას.
ბიზნესში ქალთა ჩართულობის ხელშეწყობისათვის, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული ქალ ბიზნესმენთა ასოციაციისა და პალატის ინიციატივით ფუნქციონირებს „ქალთა ოთახი“ - ღია სივრცე და საინფორმაციო-საკონსულტაციო რესურსცენტრი, რომელიც ქალებს ბიზნესის დაწყებაში ეხმარება.
დაგვიკავშირდით:
- +995 599 77 77 94
- abwa.batumi@gmail.com