Home Blog Page 12

ანტიკრიზისული გეგმის მე-4 ეტაპი

მოქალაქეებზე ზრუნვისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის ახალი პაკეტი
ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე დაწესებული, გამკაცრებული წერტილოვანი შეზღუდვების პარალელურად, შემუშავდა ანტიკრიზისული გეგმის მე-4 ეტაპი

შეხვედრა ექსპორტიორებთან

✅ ციტრუსის სეზონთან დაკავშირებით აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ნიკა ჩხარტიშვილი და ექსპორტიორები აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს შეხვდნენ.
🟦 შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვებით გამოწვეული პრობლემები. ასევე სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს ექსპორტის ხელშეწყობასა და ნარინჯისფერი რთველის წარმატებით ჩატარების შესახებ.
✅ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე

საგრანტო პროგრამით გამარჯვებული პროექტების პრეზენტაცია

🔷 დღეს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა) იპ აგროსერვის ცენტრის „სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა“ საგრანტო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.
🔷 პროგრამა ითვალისწინებს, როგორც არსებული ბიზნესის გაფართოება/მოდერნიზირებას, ასევე ახალი ბიზნესის დასაწყებად ბენეფიციარებისთვის ფინანსური დახმარების გაწევას.
🔷 ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე, აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ნიკა ჩხარტიშვილი და სხვა ოფიციალური პირები.
🎤🎤 დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს: აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა გიორგი სურმანიძემ და აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ ნიკა ჩხარტიშვილმა.
🥇 პრეზენტაციის ბოლოს საგრანტო პროგრამის გამარჯვებული ბენეფიციარები დაჯილდოვდნენ

ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩის ვიზიტი პალატაში

დღეს აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ ნიკა ჩხარტიშვილმა ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ქალბატონ დესისლავა ივანოვასთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. ასევე განხილული იყო ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები.

🔎 ,,ბათუმი ძალიან საინტერესო ქალაქია თავისი დიდი ტურისტული პოტენციალით“ — აღნიშნა ქალბატონმა ელჩმა და ხაზი გაუსვა ბულგარეთის სხვადასხვა ქალაქებსა და ბათუმს შორის ურთიერთობების დაახლოებას ბიზნესის მიმართულებით.

📍 აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ ქალბატონ ელჩს მადლობა გადაუხადა პალატაში სტუმრობისათვის და ისაუბრა აჭარისა რეგიონსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესახებ.
შეხვედრას ესწრებოდნენ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო დოლიძე, თავმჯდომარის მოადგილე თამაზ თურმანიძე და თავმჯდომარის მრჩეველი საერთაშორისო ეკონომიკურ საკითხებში ლაშა ბოლქვაძე. ასევე ბულგარეთის საელჩოს მრჩეველი ტიხომირ ტოდოროვი.

🖊 შეხვედრის ბოლოს ქალბატონმა ელჩმა შთაბეჭდილებების წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი დატოვა.

 

ბულგარეთის ელჩი საქართველოში აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატას ეწვია

აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატას ბულგარეთის ელჩი საქართველოში ეწვია. შეხვედრაზე, ბულგარეთსა და საქართველოს შორის საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებასა და ბიზნესის მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებაზე ისაუბრეს. დესისლავა ივანოვის თქმით, მისი ვიზიტის მიზანი პანდემიის პირობებში შექმნილი მდგომარეობის ფონზე თანამშრომლობის ფორმის ახალი გზების გამონახვაა

ვიდეოკონფერენცია პალატისა და EBRD-ის წარმომადგენლებს შორის

 აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარესა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შორის ვიდეოკონფერენცია გაიმართა.

💻 ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობდნენ პალატის თავმჯდომარე ნიკა ჩხარტიშილი და თავმჯდომარის პირველი მოდგილე ნინო დოლიძე. ასევე EBRD-ის მხრიდან სევერიან ღვინეფაძე __ EBRD-ის კონსულტაციები მცირე ბიზნესისთვის პროგრამის მენეჯერი საქართველოში და ირაკლი თოლორაია __ ანალიტიკოსი, WIB პროგრამის კოორდინატორი.

📍 საუბრისას განხილულ იქნა შემდგომი პარტნიორობის გაღრმავების საკითხები, გაიცვალა რეგიონის განვითარებისა საჭიროებების შესახებ ინფორმაციები.
ასევე განისაზღვრა EBRD-ის წარმომადგენელთა აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატაში ვიზიტის თარიღი.

სააპლიკაციო ფორმა

📝 გთავაზობთ, სააპლიკაციო ფორმას საქართველოში საქმიანი ვიზიტით შემოსვლის მსურველთა შესახებ;
👇

➡️ რეგისტრაციის ფორმა საქართველოში საქმიანი ვიზიტით ჩამომსვლელთათვის

➡️ რეგისტრაციის ფორმა ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქე/რეზიდენტებისთვის

 

https://stopcov.ge/ka/Protocol?fbclid=IwAR1QX_VychpQVFuZ_-FENkJhrVE2OtFaHRmPBY1YCfzRuiQmw1xb0PtnNvs

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ახალი ინიციატივა

 ნოუ ჰაუ აკადემია – EBRD know-how academy არის კრიზისის მართვის ონლაინ პლატფორმა, რომლის მიზანია გაზარდოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების წვდომა საინფორმაციო რესურსებზე. აქ გაერთიანებულია ინტერაქტიული ტრენინგები, სექტორის ექსპერტების ვიდეო გაკვეთილები და ქვეყანაზე მორგებული ინფორმაცია იმ რესურსების შესახებ რომლებსაც მთავრობები და ადგილობრივი ბანკები სთავაზობენ მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებს. ონლაინ პლატფორმა ხელმისაწვდომია 30 ქვეყანაში, სადაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქმიანობს.

📍 სასწავლო პროგრამაში ჩართვა უფასოა და თავდაპირველად ხელმისაწვდომი იქნება ინგლისურ, რუსულ, თურქულ, უკრაინულ და არაბულ ენებზე. თანდათანობით, პლატფორმას რესურსები სხვა ენებზეც დაემატება.

🔵 თავდაპირველად, მონაწილეებს ვთავაზობთ სასწავლო მოდულებს შემდეგ ხუთ საკითხზე:

· 🔹თქვენი მომხმარებლები და მომწოდებლები

· 🔹ფინანსური მართვის საწყისები

· 🔹დაფინანსების წყაროები თქვენი კომპანიებისათვის

· 🔹თანამშრომელი – თქვენი ძირითადი აქტივი

· 🔹გამოწვევები ლიდერობასა და მართვაში

პირველი მოდული – “თქვენი მომხმარებლები და მომწოდებლები’’ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:

👇

https://www.ebrdknowhowacademy.com/learn. შემდეგი მოდულები დაემატება უახლოეს პერიოდში.

ირანის ისლამური რესპუბლიკის საკონსულოს წარმომადგენლობა პალატაში

აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ ნიკა ჩხარტიშვილმა ირანის ისლამური რესპუბლიკის საკონსულოს წარმომადგენლობას უმასპინძლა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან ირანელი ბიზნესკომპანიებისა და ბიზნესსუბიექტების ურთიერთობის საკითხები.

პალატის თავმჯდომარემ საქართველო-ირანს შორის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობებსა და ექსპორტ-იმპორტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მხარეებმა მზაობა გამოთქვეს ვებინარის საშუალებით აქტიურ კომუნიკაციაზე.

📌 ,,აჭარა განიხილება როგორც ლოგისტიკური დერეფანი, რაც მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ბიზნესპარტნიორობისთვის“ – განაცხადა ირანის ისლამური რესპუბლიკის კონსულის მოვალეობის მეთაურის შემსრულებელმა აჰმად ბადფამ.

📌 საკონსულოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ირანის ისლამური რესპუბლიკის კონსულის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი აჰმად ბადფა და პირველი კონსული მოჰამად რეზა ყორბანიანი.

 

ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის სტუმრობა პალატაში

დღეს აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატას ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თანმხლებ პირებთან ერთად სტუმრობდა.

 შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე და განხორციელებულ ბიზნესპროექტებს, ასევე ჩეხეთის მხარდაჭერით დაგეგმილ და მიმდინარე ინვესტიციებს.

პალატის თავმჯდომარემ ნიკა ჩხარტიშვილმა საუბრისას ხაზი გაუსვა საქართველო-ჩეხეთს შორის სამომავლო ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას.

🖊 შეხვედრას ესწრებოდნენ ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პეტრე მიკისკა, ელჩის მოადგილე ირჟი პრეცლიკი და ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი სვანაძე.
ბატონმა ელჩმა შთაბეჭდილებების წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი დატოვა.