ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩის ვიზიტი პალატაში

1762

დღეს აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ ნიკა ჩხარტიშვილმა ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ქალბატონ დესისლავა ივანოვასთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. ასევე განხილული იყო ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები.

🔎 ,,ბათუმი ძალიან საინტერესო ქალაქია თავისი დიდი ტურისტული პოტენციალით“ — აღნიშნა ქალბატონმა ელჩმა და ხაზი გაუსვა ბულგარეთის სხვადასხვა ქალაქებსა და ბათუმს შორის ურთიერთობების დაახლოებას ბიზნესის მიმართულებით.

📍 აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ ქალბატონ ელჩს მადლობა გადაუხადა პალატაში სტუმრობისათვის და ისაუბრა აჭარისა რეგიონსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესახებ.
შეხვედრას ესწრებოდნენ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო დოლიძე, თავმჯდომარის მოადგილე თამაზ თურმანიძე და თავმჯდომარის მრჩეველი საერთაშორისო ეკონომიკურ საკითხებში ლაშა ბოლქვაძე. ასევე ბულგარეთის საელჩოს მრჩეველი ტიხომირ ტოდოროვი.

🖊 შეხვედრის ბოლოს ქალბატონმა ელჩმა შთაბეჭდილებების წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი დატოვა.