საქართველო-პოლონეთის ონლაინ კონფერენცია
ანტიკრიზისული გეგმის მე-4 ეტაპი
შეხვედრა ექსპორტიორებთან
საგრანტო პროგრამით გამარჯვებული პროექტების პრეზენტაცია
ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩის ვიზიტი პალატაში
დღეს აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ ნიკა ჩხარტიშვილმა ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ქალბატონ დესისლავა ივანოვასთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. ასევე განხილული იყო ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები.
🔎 ,,ბათუმი ძალიან საინტერესო ქალაქია თავისი დიდი ტურისტული პოტენციალით“ — აღნიშნა ქალბატონმა ელჩმა და ხაზი გაუსვა ბულგარეთის სხვადასხვა ქალაქებსა და ბათუმს შორის ურთიერთობების დაახლოებას ბიზნესის მიმართულებით.
📍 აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ ქალბატონ ელჩს მადლობა გადაუხადა პალატაში სტუმრობისათვის და ისაუბრა აჭარისა რეგიონსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესახებ.
შეხვედრას ესწრებოდნენ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო დოლიძე, თავმჯდომარის მოადგილე თამაზ თურმანიძე და თავმჯდომარის მრჩეველი საერთაშორისო ეკონომიკურ საკითხებში ლაშა ბოლქვაძე. ასევე ბულგარეთის საელჩოს მრჩეველი ტიხომირ ტოდოროვი.
🖊 შეხვედრის ბოლოს ქალბატონმა ელჩმა შთაბეჭდილებების წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი დატოვა.
ბულგარეთის ელჩი საქართველოში აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატას ეწვია
აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატას ბულგარეთის ელჩი საქართველოში ეწვია. შეხვედრაზე, ბულგარეთსა და საქართველოს შორის საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებასა და ბიზნესის მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებაზე ისაუბრეს. დესისლავა ივანოვის თქმით, მისი ვიზიტის მიზანი პანდემიის პირობებში შექმნილი მდგომარეობის ფონზე თანამშრომლობის ფორმის ახალი გზების გამონახვაა
ვიდეოკონფერენცია პალატისა და EBRD-ის წარმომადგენლებს შორის
✅ აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარესა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შორის ვიდეოკონფერენცია გაიმართა.
💻 ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობდნენ პალატის თავმჯდომარე ნიკა ჩხარტიშილი და თავმჯდომარის პირველი მოდგილე ნინო დოლიძე. ასევე EBRD-ის მხრიდან სევერიან ღვინეფაძე __ EBRD-ის კონსულტაციები მცირე ბიზნესისთვის პროგრამის მენეჯერი საქართველოში და ირაკლი თოლორაია __ ანალიტიკოსი, WIB პროგრამის კოორდინატორი.
📍 საუბრისას განხილულ იქნა შემდგომი პარტნიორობის გაღრმავების საკითხები, გაიცვალა რეგიონის განვითარებისა საჭიროებების შესახებ ინფორმაციები.
ასევე განისაზღვრა EBRD-ის წარმომადგენელთა აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატაში ვიზიტის თარიღი.
სააპლიკაციო ფორმა
📝 გთავაზობთ, სააპლიკაციო ფორმას საქართველოში საქმიანი ვიზიტით შემოსვლის მსურველთა შესახებ;
👇
➡️ რეგისტრაციის ფორმა საქართველოში საქმიანი ვიზიტით ჩამომსვლელთათვის
➡️ რეგისტრაციის ფორმა ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქე/რეზიდენტებისთვის
https://stopcov.ge/ka/Protocol?fbclid=IwAR1QX_VychpQVFuZ_-FENkJhrVE2OtFaHRmPBY1YCfzRuiQmw1xb0PtnNvs
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ახალი ინიციატივა
✅ ნოუ ჰაუ აკადემია – EBRD know-how academy არის კრიზისის მართვის ონლაინ პლატფორმა, რომლის მიზანია გაზარდოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების წვდომა საინფორმაციო რესურსებზე. აქ გაერთიანებულია ინტერაქტიული ტრენინგები, სექტორის ექსპერტების ვიდეო გაკვეთილები და ქვეყანაზე მორგებული ინფორმაცია იმ რესურსების შესახებ რომლებსაც მთავრობები და ადგილობრივი ბანკები სთავაზობენ მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებს. ონლაინ პლატფორმა ხელმისაწვდომია 30 ქვეყანაში, სადაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქმიანობს.
📍 სასწავლო პროგრამაში ჩართვა უფასოა და თავდაპირველად ხელმისაწვდომი იქნება ინგლისურ, რუსულ, თურქულ, უკრაინულ და არაბულ ენებზე. თანდათანობით, პლატფორმას რესურსები სხვა ენებზეც დაემატება.
🔵 თავდაპირველად, მონაწილეებს ვთავაზობთ სასწავლო მოდულებს შემდეგ ხუთ საკითხზე:
· 🔹თქვენი მომხმარებლები და მომწოდებლები
· 🔹ფინანსური მართვის საწყისები
· 🔹დაფინანსების წყაროები თქვენი კომპანიებისათვის
· 🔹თანამშრომელი – თქვენი ძირითადი აქტივი
· 🔹გამოწვევები ლიდერობასა და მართვაში
პირველი მოდული – “თქვენი მომხმარებლები და მომწოდებლები’’ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:
👇
https://www.ebrdknowhowacademy.com/learn. შემდეგი მოდულები დაემატება უახლოეს პერიოდში.
ირანის ისლამური რესპუბლიკის საკონსულოს წარმომადგენლობა პალატაში
აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ ნიკა ჩხარტიშვილმა ირანის ისლამური რესპუბლიკის საკონსულოს წარმომადგენლობას უმასპინძლა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან ირანელი ბიზნესკომპანიებისა და ბიზნესსუბიექტების ურთიერთობის საკითხები.
✅ პალატის თავმჯდომარემ საქართველო-ირანს შორის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობებსა და ექსპორტ-იმპორტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მხარეებმა მზაობა გამოთქვეს ვებინარის საშუალებით აქტიურ კომუნიკაციაზე.
📌 ,,აჭარა განიხილება როგორც ლოგისტიკური დერეფანი, რაც მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ბიზნესპარტნიორობისთვის“ – განაცხადა ირანის ისლამური რესპუბლიკის კონსულის მოვალეობის მეთაურის შემსრულებელმა აჰმად ბადფამ.
📌 საკონსულოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ირანის ისლამური რესპუბლიკის კონსულის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი აჰმად ბადფა და პირველი კონსული მოჰამად რეზა ყორბანიანი.