აჭარის არ სავაჭრო-სამრეწველო პალატა სტანდარტული საწევრო (წლიური 200 ლარი)
- ინფორმაცია აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ;
- ინფორმაცია ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნეს ფორუმების, გამოფენების, სემინარების, სამუშაო შეხვედრების და სავაჭროს მისიების შესახებ;
- ინფორმაცია უცხოური კომპანიების მიერ საქართველოში პარტნიორის მოძიების შესახებ;
- ორმხრივ ბიზნეს შეხვედრებში (B2B) მონაწილეობა;
- ზოგადი კონსულტაცია ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების შესახებ;
- ზოგადი კონსულტაცია საქართველოს მიერ გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების შესახებ;
- ზოგადი კონსულტაცია ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთნახმების (DCFTA) შესახებ;
- კონსულტაცია სახელმწიფო ორგანიზაციების მიერ გამოცხადებული საგრანტო პროგრამების და ინიციატივების შესახებ;
- კონსულტაცია დონორი ორგანიზაციების მიერ გამოცხადებული საგრანტო პროგრამების და ინიციატივების შესახებ;
- ზოგადი კონსულტაცია დავების გადაწყვეტის ალტერნატიულ მექანიზმებზე- აჭარის არ სავაჭრ-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო არბიტრაჟი;
- კონსულტაცია ზოგად იურიდიულ სამეწარმეო საკითხებში;
- პალატის წევრობის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
- კონსულტაცია შტრიხკოდების გაცემასთან და ყოველწლიურად GS1-ის საერთაშორისო ბაზაში რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
- კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე ან/და სხვა მასალებში პალატის ლოგოს (წევრობის აღნიშვნით) გამოყენება;
- პალატის ოფიციალურ ვებგვერდზე და სოციალურ ქსელებში კომპანიის ლოგოს განთავსება;
- დარბაზის დათმობა ღონისძიებებისთვის;
- საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების (ISO) შესაბამისობის სერტიფიცირება (- 5%);
- მენეჯმენტის სისტემების შიდა აუდიტორების მომზადება-გადამზადება (-5%).