კონკურენციის პოლიტიკისა და ანტიდემპინგური ღონისძიებების განხილვა მეწარმეებთან
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პროგრამის პრეზენტაცია პალატაში
აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატაში მეწარმეებისთვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ევროკავშირი საქართველოსთვის პროგრამის “მცირე ბიზნესის მხარდაჭერა” პრეზენტაცია გაიმართა.
EBRD-ის მცირე და საშუალო ბიზნესის საფინანსო და განვითარების ჯგუფის წარმომადგენლები მეწარმეებს ესაუბრნენ მიმდინარე პროექტებზე, რომლებსაც დონორთა მხარდაჭერით ახორციელებენ: DIGITAL RE4M პროგრამა (დონორი ევროკავშირი), კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა (დონორი ევროკავშირი), მეწარმე ქალების მხარდაჭერის პროგრამა (დონორი შვედეთი).
ევრობანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისა და განვითარების გუნდი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს სთავაზობს საკონსულტაციო მომსახურებას თანადაფინანსებით, აკავშირებს ადგილობრივ კონსულტანტებთან და საერთაშორისო მრჩევლებთან.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა“-სა და სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და სსიპ „საქართველოს
მედიატორთა ასოციაცია“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის
მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ და სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაცია’’-ს თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა მოაწერეს.
მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეთა თანამშრომლობას მედიაციის პოპულარიზაციის მიზნით: ერთობლივი ღონისძიებების, კონფერენციებისა და სხვა აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებას, მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის დანერგვასა და პოპულარიზაციას.
მემორანდუმის ფარგლებში აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა უზრუნველყოფს პალატაში შემავალი წევრებისთვის, პარტნიორებისთვის მედიაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ამ მიზნით შესაბამისი აქტივობების განხორციელებას.
სამსუნის სამშენებლო გამოფენა 2022
12-15 მაისს თურქეთში, ქ. სამსუნში, „თუიაფ’’-ის საგამოფენო და კონგრეს ცენტრში ჩატარდა სამსუნის სამშენებლო გამოფენა 2022.
გამოფენაზე ვიზიტორის სტატუსით იმყოფებოდნენ აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე, აღმასრულებელი დირექტორი ედნარ ბოლქვაძე, ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ზირაქაშვილი და პალატის წევრი კომპანიების წარმომადგენლები.
დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებში, შედგა შეხვედრა ჩარშამბას პალატის ხელმძღვანელსა და პალატის წევრებთან. ვიზიტორებმა დაათვალიერეს სამსუნის სამრეწველო ზონა.
გამოფენის ფარგლებში ჩატარდა B2B შეხვედრები ქართველ და თურქ მეწარმეებს შორის. მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია და შეთანხმდნენ მომავალ თანამშრომლობაზე.
საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს ფორუმი
ექსპორტის სტიმულირების პროგრამის პრეზენტაცია პალატაში
დღეს აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატაში რეგიონის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისათვის „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის წარმომადგენლების საპრეზენტაციო/საინფორმაციო სახის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი ექსპორტზე ორიენტირებული მცირე და საშუალო ბიზნესის საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობა იყო.
პროგრამა ექსპორტიორი კომპანიების ტექნიკურ დახმარებას გულისხმობს. კერძოდ, ბენეფიციარ კომპანიებში ექსპორტის შემაფერხებელი ფაქტორების აღმოფხვრას და ექსპორტის მასტიმულირებელი მექანიზმების დანერგვას, რომლებიც ხელს შეუწყობს საექსპორტო ბაზრების, პროდუქტებისა და სერვისების დივერსიფიკაციას, მაღალი საექსპორტო პოტენციალის მქონე სექტორებისა და პროდუქტების იდენტიფიცირებას და საერთაშორისო გაყიდვების წახალისებას.
ტექნიკური დახმარების კომპონენტი გავრცელდება შემდეგ მიმართულებებზე: პროდუქტის ლიცენზირება/სერტიფიცირება; ბრენდინგი/პროდუქციის შეფუთვა; საერთაშორისო გაყიდვების სტიმულირება/ საერთაშორისო სავაჭრო ქსელში შესვლა.
პროგრამა 10-მდე სამიზნე სექტორს მოიცავს, მათ შორის საკვები და სასმელი პროდუქტები (გარდა ღვინისა), ტანსაცმელი, ტყავი და ტყავის ნაწარმი, ფეხსაცმელი, სათამაშოები, მზა კვების წარმოება შინაური ცხოველებისთვის, ვეტერინარული პროდუქტები, ავეჯის წარმოება, ძვირფასეულობა და მასთან დაკავშირებული ნაკეთობების წარმოება, შესაფუთი მასალები.
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ სხვა კომპონენტების მეშვეობითაც აქტიურ დახმარებას უწევს კომპანიებს, რომ გახდნენ ექსპორტიორები. მაგალითად, სააგენტო კომპანიებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო გამოფენებში, ასევე სთავაზობს ექსპორტის მენეჯერთა ტრენინგის კურსებს და სხვა.
ექსპორტის სტიმულირების პროგრამა განხორციელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.
აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა აქტიურად თანამშრომლობს რეგიონის მეწარმეებსა და ბიზნესმენებთან, უწევს საკონსულტაციო/საინფორმაციო მომსახურებას პროგრამის ბენეფიციარებს.
ტრაპიზონის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის ვიზიტი
შეხვედრა თურქული სავაჭრო გადაზიდვების კომპანია SUVARI-ის წარმომადგენლობასთან
ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალური კონსულის ვიზიტი პალატაში
აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს მეთაურის მოვალეობის შემსრულებელს ისმაილ თეკეჰსადათს შეხვდა.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. პალატის თავმჯდომარემ ისაუბრა პალატის საქმიანობასა და აჭარის რეგიონ ის საინვესტიციო პოტენციალზე, აღნიშნა, რომ პალატა წლებია თანამშრომლობს ირანელ ბიზნესმენებთან და სთავაზობს სერვისებს წარმატებული საქმიანობისთვის.
მხარეებმა საქართველოსა და ირანს შორის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობებისა და ექსპორტ-იმპორტის საკითხებზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის მნიშვნელობას სატრანსპორტო და ლოგისტიკური მიმართულებებით.
შეხვედრაზე განიხილეს ირანის ისლამური რესპუბლიკის ურმიასა და თავრიზის სავაჭრო-სამრეწველო პალატებთან მომავალი თანამშრომლობის საკითხები.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა გამოხატეს.