Home Blog Page 7

კონკურენციის პოლიტიკისა და ანტიდემპინგური ღონისძიებების განხილვა მეწარმეებთან

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერის პროექტის (AA Facility) და სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით კონკურენციის პოლიტიკისა და ანტიდემპინგურ ღონისძიებების საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, ადგილობრივ ბიზნეს სექტორთან სამუშაო შეხვედრა შედგა.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მეწარმეებისა და ბიზნესის წარმომადგენლებისთვის კონკურენციის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების, მისი აღსრულების, მიღებული შედეგების, დემპინგისა და ზიანის ფორმების, ზოგადი პრინციპების გაცნობა.
შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრი კომპანიები.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პროგრამის პრეზენტაცია პალატაში

აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატაში   მეწარმეებისთვის  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ევროკავშირი საქართველოსთვის პროგრამის “მცირე ბიზნესის მხარდაჭერა” პრეზენტაცია გაიმართა.

EBRD-ის მცირე და საშუალო ბიზნესის საფინანსო და განვითარების ჯგუფის წარმომადგენლები მეწარმეებს   ესაუბრნენ  მიმდინარე პროექტებზე, რომლებსაც დონორთა მხარდაჭერით ახორციელებენ:  DIGITAL RE4M პროგრამა (დონორი ევროკავშირი), კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა (დონორი ევროკავშირი), მეწარმე ქალების მხარდაჭერის პროგრამა (დონორი შვედეთი).

ევრობანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისა და განვითარების გუნდი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს სთავაზობს საკონსულტაციო მომსახურებას თანადაფინანსებით, აკავშირებს ადგილობრივ კონსულტანტებთან და საერთაშორისო მრჩევლებთან.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა“-სა და სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და სსიპ „საქართველოს

მედიატორთა ასოციაცია“-ს  შორის ურთიერთთანამშრომლობის

მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ და სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაცია’’-ს თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა მოაწერეს.

მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეთა თანამშრომლობას მედიაციის პოპულარიზაციის მიზნით: ერთობლივი ღონისძიებების, კონფერენციებისა და სხვა აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებას,  მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის დანერგვასა და პოპულარიზაციას.

მემორანდუმის ფარგლებში აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა უზრუნველყოფს  პალატაში შემავალი წევრებისთვის, პარტნიორებისთვის მედიაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ამ მიზნით შესაბამისი აქტივობების განხორციელებას.

სამსუნის სამშენებლო გამოფენა 2022

12-15 მაისს თურქეთში, ქ. სამსუნში, „თუიაფ’’-ის საგამოფენო და კონგრეს ცენტრში ჩატარდა სამსუნის სამშენებლო გამოფენა 2022.

გამოფენაზე ვიზიტორის სტატუსით იმყოფებოდნენ აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე, აღმასრულებელი დირექტორი ედნარ ბოლქვაძე, ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ზირაქაშვილი და პალატის წევრი კომპანიების წარმომადგენლები.

დელეგაციამ  მონაწილეობა მიიღო  პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებში, შედგა შეხვედრა ჩარშამბას პალატის ხელმძღვანელსა და პალატის წევრებთან. ვიზიტორებმა დაათვალიერეს სამსუნის სამრეწველო ზონა.

გამოფენის ფარგლებში ჩატარდა B2B შეხვედრები ქართველ და თურქ მეწარმეებს შორის. მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია და შეთანხმდნენ მომავალ თანამშრომლობაზე.

საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს ფორუმი

ბათუმში საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართა.
ღონისძიება აჭარის მთავრობის, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს, აჭარის არ სავაჭრო-სამრეწველო პალატის და ჩეხეთის სავაჭრო პალატის ორგანიზებით ჩატარდა.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გახსნა.
ფორუმზე მონაწილეობდა წამყვანი ჩეხური და აჭარის რეგიონის 100-ზე მეტი ბიზნეს კომპანია.
ღონისძიების ფარგლებში ჩეხურ და ქართულ კომპანიების წარმომადგენლებს შორის ორმხრივი ბიზნეს შეხვედრები შედგა. კომპანიებს პარტნიორების, ინვესტიციების მოძიებისა და მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობა მიეცათ.
საინვესტიციო ფორუმს აჭარის მთავრობის წევრები, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის თავმჯდომარე მილოშ ვისტრჩილი, ჩეხეთის მრეწველობის და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე პეტრ ტრჟეშნიაკი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე, ჩეხეთის სავაჭრო პალატის ვიცე პრეზიდენტი რადეკ იაკუბსკი და და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

ექსპორტის სტიმულირების პროგრამის პრეზენტაცია პალატაში

დღეს აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატაში  რეგიონის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისათვის „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის წარმომადგენლების საპრეზენტაციო/საინფორმაციო სახის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი ექსპორტზე ორიენტირებული მცირე და საშუალო ბიზნესის საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობა იყო.

პროგრამა ექსპორტიორი კომპანიების ტექნიკურ დახმარებას გულისხმობს. კერძოდ, ბენეფიციარ კომპანიებში ექსპორტის შემაფერხებელი ფაქტორების აღმოფხვრას და ექსპორტის მასტიმულირებელი მექანიზმების დანერგვას, რომლებიც ხელს შეუწყობს საექსპორტო  ბაზრების, პროდუქტებისა და სერვისების დივერსიფიკაციას, მაღალი საექსპორტო პოტენციალის მქონე სექტორებისა და პროდუქტების იდენტიფიცირებას და საერთაშორისო გაყიდვების წახალისებას.

ტექნიკური დახმარების კომპონენტი გავრცელდება შემდეგ მიმართულებებზე:  პროდუქტის ლიცენზირება/სერტიფიცირება; ბრენდინგი/პროდუქციის შეფუთვა; საერთაშორისო გაყიდვების სტიმულირება/ საერთაშორისო სავაჭრო ქსელში შესვლა.

პროგრამა 10-მდე სამიზნე სექტორს მოიცავს, მათ შორის საკვები და სასმელი პროდუქტები (გარდა ღვინისა), ტანსაცმელი, ტყავი და ტყავის ნაწარმი, ფეხსაცმელი, სათამაშოები, მზა კვების წარმოება შინაური ცხოველებისთვის, ვეტერინარული პროდუქტები, ავეჯის წარმოება, ძვირფასეულობა და მასთან დაკავშირებული ნაკეთობების წარმოება, შესაფუთი მასალები.

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ სხვა კომპონენტების მეშვეობითაც აქტიურ დახმარებას უწევს კომპანიებს, რომ გახდნენ ექსპორტიორები. მაგალითად,  სააგენტო კომპანიებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო გამოფენებში, ასევე სთავაზობს ექსპორტის მენეჯერთა ტრენინგის კურსებს და სხვა.

ექსპორტის სტიმულირების პროგრამა განხორციელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა აქტიურად თანამშრომლობს რეგიონის  მეწარმეებსა და ბიზნესმენებთან,  უწევს საკონსულტაციო/საინფორმაციო  მომსახურებას  პროგრამის ბენეფიციარებს.

 

 

 

 

ტრაპიზონის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის ვიზიტი

აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ თურქულ დელეგაციას უმასპინძლა. პალატაში ვიზიტით იმყოფებოდნენ ტრაპიზონის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე სუათ ჰაჯისალიოღლი, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილეები მურათ ზექი სოლაკი და თოლგა ავჯი, ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური კონსული გელა ჯაფარიძე, გენერალური კონსულის მოადგილე გიორგი ქუშიტაშვილი, თურქეთ-საქართველოსბიზნეს საბჭოს თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე.
შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა ისაუბრეს პანდემიის მიერ შექმნილ ეკონომიკურ კრიზისზე, ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ და საინვესტიციო გარემოზე. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ახალი ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას სხვადასხვა სფეროში.
შეხვედრას ესწრებოდნენ: აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო დოლიძე, აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილე ნუგზარ მიქელაძე, პალატის თავმჯდომარის მრჩეველი საინვესტიციო საკითხებში თამაზ შავაძე და პალატის თავმჯდომარის მრჩეველი დიპლომატიურ საკითხებში ლაშა ბოლქვაძე.

შეხვედრა თურქული სავაჭრო გადაზიდვების კომპანია SUVARI-ის წარმომადგენლობასთან

აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე თურქული სავაჭრო გადაზიდვების კომპანია SUVARI-ის მმართველ დირექტორს ისმაილ თერზის, ამავე კომპანიის პროექტის ტვირთების ექსპლუატაციის მენეჯერს მუსტაფა თანრისევენს და შპს ‘’ნეოიბერია ჯგუფის’’ აღმასრულებელ დირექტორს ზვიად ჩხარტიშვილს შეხვდა.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. კომპანია SUVARI ანხორციელებს საზღვაო, სახმელეთო და სარკინიგზო გადაზიდვებს რეგიონში. კომპანია გეგმავს გააფართოვოს საქმიანობა და გახსნას წარმომადგენლობა ბათუმში, სადაც რამდენიმე ათეული ადამიანი დასაქმდება.
პალატის თავმჯდომარემ სტუმრებს პალატის საქმიანობა და სერვისები გააცნო, გამოთქვა მზაობა იყოს შუამავალი სამთავრობო სტრუქტურებთან კომუნიკაციაში და უზრუნველყოს იურიდიული დახმარება.
შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილე ნუგზარ მიქელაძე და აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მრჩეველი ლოჯისტიკის საკითხებში თამაზ თურმანიძე.

გილოცავთ!

ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალური კონსულის ვიზიტი პალატაში

აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს მეთაურის მოვალეობის შემსრულებელს ისმაილ თეკეჰსადათს შეხვდა.

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.  პალატის თავმჯდომარემ    ისაუბრა პალატის საქმიანობასა  და აჭარის რეგიონ ის საინვესტიციო პოტენციალზე,   აღნიშნა, რომ  პალატა წლებია თანამშრომლობს ირანელ ბიზნესმენებთან და სთავაზობს  სერვისებს  წარმატებული საქმიანობისთვის.

მხარეებმა საქართველოსა და ირანს შორის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობებისა და ექსპორტ-იმპორტის საკითხებზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა ჩვენი ქვეყნების  თანამშრომლობის მნიშვნელობას  სატრანსპორტო და ლოგისტიკური მიმართულებებით.

შეხვედრაზე  განიხილეს ირანის ისლამური რესპუბლიკის   ურმიასა  და  თავრიზის სავაჭრო-სამრეწველო პალატებთან მომავალი თანამშრომლობის საკითხები.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა მჭიდრო თანამშრომლობის  მზაობა გამოხატეს.