Home Blog Page 15

აგროკომპლექსის გახსნა შუახევის მუნიციპალიტეტში

📌აჭარის ა.რ სოფლის მეურნოების სამინისტროსა და ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის პროგრამის ,,მაღალმთიან აჭარაში სანერგე საჩითილე მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის’’ ფარგლებში შუახევის მუნიციპალიტეტში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი აგროკომპლექსი გაიხსნა. აღნიშნული კომპლექსი საჩითილე მეურნეობასა და ვეტერინარულ კლინიკას მოიცავს.
აგროკომპლექსის პრეზენტაციას ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის ა.რ სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე, აგროსერვისცენტრის ხელმძღვანელი გოჩა ბერიძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე.
გახსნის ცერემონიაზე მიწვეული იყვნენ აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ნიკა ჩხარტიშვილი და თავმჯდომარის მოადგილე ნინო დოლიძე.

განცხადება!!! – საქორწინო აქსესუარების გამოფენა იზმირში

აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატა კომპანიებს სთავაზობს 2020 წლის 21-24 იანვარს თურქეთში, ქ. იზმირში დაგეგმილ საქორწინო აქსესუარების გამოფენაში მონაწილეობის მიღებას.
პალატა თავისი წევრი კომპანიებისთვის განახორციელებს გამოფენაში მონაწილეობის ხარჯების უზრუნვეყოფას (სასტუმროში განთავსება საუზმის ჩათვლით). ვიზიტორი კომპანიის მხრიდან ასანაზღაურებელი იქნება მხოლოდ მგზავრობის ხარჯი.  დაინტერესებულმა კომპანიებმა მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე:
ქ. ბათუმი მელაშვილის ქუჩა № 26; ტელ: +995 422 27 28 43 ან +995 577 28 90 70
იხ. ქვემოთ მოცემული ბმული
https://if-wedding-fashion-2020.b2match.io/

განცხადება!!! – მოდისა და ტყავის ნაწარმის გამოფენა

აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა კომპანიებს სთავაზობს 2020 წლის 15-18 იანვარს თურქეთში, ქ. სტამბულში დაგეგმილ მოდისა და ტყავის ნაწარმის გამოფენაში მონაწილეობის მიღებას.
პალატა თავისი წევრი კომპანიებისთვის განახორციელებს გამოფენაში მონაწილეობის ხარჯების უზრუნველყოფას (სასტუმროში განთავსება საუზმის ჩათვლით). ვიზიტორი კომპანიის მხრიდან ასანაზღაურებელი იქნება მხოლოდ მგზავრობის ხარჯი.
დაინტერესებულმა კომპანიებმა მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე:
ქ. ბათუმი, მელაშვილის ქუჩა № 26; ტელ: +995 422 27 28 43 ან +995 577 28 90 70
იხ. ქვემოთ მოცემული ლინკი