Home Blog Page 11

შეხვედრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში

✅ დღეს აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო დოლიძე და აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებსა და მეწარმეებს შეხვდნენ.
👥 შეხვედრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ: ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის “სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა” საგრანტო პროგრამის კოორდინატორი მალვინა კილაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ,,ქალთა ოთახის“ კოორდინატორი მაგდა მალაყმაძე, აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული ,,ღია სივრცე – ქალთა ოთახი“-სა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ,,ქალთა ოთახის“ წარმომადგენლები.
📍 შეხვედრის მთავარ საკითხს წარმოადგენდა აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის მიერ 2021 წელს დაგეგმილი ,,სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა“ საგრანტო პროგრამებისა და ქვეპროგრამების პრეზენტაცია. ასევე აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი ქალი ბენეფიციარებისა და სტარტაპერებისათვის მაქსიმალური ინფორმირებულობა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სასოფლო-სამეურნეო და ფერმერული მეურნეობების განვითარებაზე.
📍 აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატა თავის მხრივ უზრუნველყოფს მეწარმე ქალთა ჩართულობასა და უფასო საკონსულტაციო დახმარებას.

ქალთა ჩართულობა ბიზნესის განვითარებაში

✅ აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი პირები პალატასთან არსებული ,,ღია სივრცე – ქალთა ოთახის”, აგროსერვისცენტრის კოორდინატორსა და აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ.
✅ შეხვედრის მიზანი იყო აჭარის რეგიონში არსებული ბიზნესის განვითარება და გენდერულ ჭრილში ქალთა ჩართულობა. აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან წარმოდგენილი იყო ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული 2021 წელს დაგეგმილი ,,სოფლად მეწარმეობის განვითარების საგრანტო პროგრამები“. ხაზგასმით აღინიშნა ახალგაზრდა ფერმერებისა და სტარტაპერების სტიმულირება.
👥შეხვედრაში მონაწილეობდნენ: აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო დოლიძე, აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავა, აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების განყოფილების უფროსი კარლო კეკელიძე, ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის “სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა” საგრანტო პროგრამის კოორდინატორი მალვინა კილაძე, ქალბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე მაყვალა კვირიკაძე და პალატასთან არსებული ,,ღია სივრცე – ქალთა ოთახის” წარმომადგენლები.
♻️ შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა. დაისახა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მიზნები. ასევე დაიგეგმა მიმდინარე პერიოდში ჩაინიშნოს მსგავსი სამუშაო ფორმატის შეხვედრები აჭარის რეგიონში არსებული ,,ქალთა ოთახების” ჩართულობით.

კომპანია ,,ჯეოფიბრე“

✅ აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე, პირველი მოადგილე ნინო დოლიძე, მოადგილე თამაზ თურმანიძე და თავმჯდომარის მრჩეველი თამაზ შავაძე ბათუმში არსებული ფიბრული ძაფების მწარმოებელ კომპანია ,,ჯეოფიბრე“-ს ესტუმრნენ.
✅ კომპანიის ხელმძღვანელმა იასინ აბდულლაჰ ზერენმა სტუმრებს ადგილზე გააცნო საწარმოს პოტენციალი და სამუშაო სტრუქტურა. მიმდინარე ეტაპზე კომპანიაში დასაქმებულია 200-მდე ადგილობრივი თანამშრომელი, უახლოეს მომავალში იგეგმება კომპანიის გაფართოება, რაც საშუალებას იძლევა უფრო მეტი ადგილობრივი მაცხოვრებლის დასაქმების.
📍 განსაკუთრებული ყურადღებით აღინიშნა მთავრობის მხარდაჭერა და ჯანსაღი საინვესტიციო გარემო, რაც ხელს უწყობს ინვესტიციების მოზიდვას და უფრო მეტი ადგილობრივი მაცხოვრებლის დასაქმებას.

აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ვიზიტი პალატაში

✅ დღეს აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატას საპატიო ვიზიტით ეწვია აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე.
🤝 გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ხელმძღვანელებმა განიხილეს ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობა ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით. პალატის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა აჭარის რეგიონში პანდემიის პირობებში მიმდინარე ბიზნესის განვითარების გზებსა და მიმართულებებს.
✅ შეხვედრას ესწრებოდნენ: პალატის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო დოლიძე, თავმჯდომარის მოადგილეები: ნუგზარ მიქელაძე და თამაზ თურმანიძე, აღმასრულებელი დირექტორი ედნარ ბოლქვაძე. ასევე თავმჯდომარის მრჩეველი თამაზ შავაძე.
♻️ შეხვედრაზე გამოითქვა მზაობა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის შესახებ

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარის ვიზიტი პალატაში

✅ დღეს აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს, გიორგი რომანაძეს, საპატიო ვიზიტით ეწვია საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე.
🤝 შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.
👥 მხარეებმა ისაუბრეს პანდემიის პირობებში რეგიონში არსებული ბიზნესპროექტების განვითარებაზე. ახალი ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობასა და ბიზნესგარემოს გაუმჯობესების საკითხებზე.
♻️ ასევე გამოითქვა სურვილი პალატასა და ასოციაციას შორის მომავალი ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების შესახებ

 

სსიპ აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის არჩევნები

მიმდინარე წლის 28 იანვარს  აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატაში გაიმართა საერთო კრება, რომელზეც არჩეულ იქნა პალატის თავმჯდომარე.

არჩევნები ჩატარდა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით გათვალისწინებული ყველა პროცედურის დაცვით. პალატის საერთო კრებამ დამსწრე დელეგატების სრული შემადგენლობით ერთხმად აირჩია გიორგი რომანაძის კანდიდატურა, რომელიც პალატას 4 წლის ვადით უხელმძღვანელებს. მან აღნიშნულ თანამდებობაზე შეცვალა ნიკა ჩხარტიშვილი.

 

გადაცემა ,,მთავარი ეკონომიკაში” სტუმარია ნიკა ჩხარტიშვილი

გადაცემა ,,მთავარი ეკონომიკაში” სტუმარია აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ნიკა ჩხარტიშვილი

 

 

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთო კრება

✅ დღეს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა და აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ ნიკა ჩხარტიშვილმა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წლიური ანგარიშის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა.
სამუშაო დღის წესრიგი შედგებოდა შემდეგი საკითხებისგან:
🟦 2020 წლის აქტივობების მიმოხილვა და 2021 წლის გეგმები
🟦 პროფესიული განათლება
🟦 ბიზნესთან კომუნიკაცია
🟦 საერთაშორისო ურთიერთობები და ახალი პროექტები
🟦 პალატის კომიტეტების საქმიანობის გაცნობა
📍 მიმდინარე წლის საქმიანობის მოკლე მიმოხილვა წარმოადგინა საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ბატონმა გიორგი პერტაიამ, მან ასევე საუბრის ბოლოს უპასუხა დელეგატების შეკითხვებს.
📍 ნიკა ჩხარტიშვილი მიესალმა მონაწილეებს და ხაზი გაუსვა პანდემიის დროს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის აქტივობების როლს. მადლობა გადაუხადა გიორგი პერტაიას საქმიანობისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის. ასევე მაღალი შეფასება მისცა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ გაწეულ საქმიანობას.
🔰 პრეზენტაციას ესწრებოდნენ:
. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორი მოადგილე მაგდა ბოლოთაშვილი,
. მომსახურებისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ვეკუა,
. საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის დირექტორი ალექსანდრე პაპიაშვილი,
. იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელი გიორგი სვანაძე და სავაჭრო-სამრეწველო პალატის დელეგატები.
 

საინვესტიციო გარემოს შეფასება საქართველოში

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) მოამზადა საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკის შეფასების დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ინფორმაციას ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო გარემოზე და რეკომენდაციებს გასატარებელი რეფორმების შესახებ,- ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციას აღნიშნული კვლევის დასაწყებად 2019 წლის დასაწყისში მიმართა.

„მსგავსი კვლევა აღნიშნული ორგანიზაციის მხრიდან პირველად ჩატარდა. საინვესტიციო პოლიტიკის შეფასების საფუძველზე, საქართველოს პირველად მიენიჭა რეიტინგი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კვლევაში FDI Regulatory Restrictiveness Index. აღნიშნულ კვლევაში საქართველომ დაიკავა მოწინავე მე-8 პოზიცია 82 ქვეყანას შორის, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ღია ეკონომიკა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. კვლევა მოიცავს ქვეყანაში არსებული 22 ეკონომიკური სექტორის შესწავლას და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებული ბარიერების იდენტიფიცირებას.

აღნიშნულ ინდექსში საქართველოზე უკეთესი პოზიცია აქვთ შემდეგ ქვეყნებს: ლუქსემბურგი, პორტუგალია, სლოვენია, რუმინეთი, ჩეხეთი, ნიდერლანდები, ესტონეთი. ამავე დროს საქართველოს მაჩვენებელი უკეთესია, ვიდრე ისეთი განვითარებული ეკონომიკური ქვეყნებისა, როგორიცაა ფინეთი, ლიტვა, ლატვია, ესპანეთი, გერმანია, მონტენეგრო, უნგრეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, დიდი ბრიტანეთი, ბელგია. ასევე ჩვენი რეგიონის ყველა ქვეყნის მაჩვენებელი.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის შეფასებით, ბოლო წლებში საქართველოს მთავრობამ აქტიურად განახორციელა რეფორმები ინვესტორების მოსაზიდად და კერძო სექტორის განვითარების ხელშესაწყობად, რამაც განაპირობა მშპ-ს მნიშვნელოვანი ზრდა და 2007 წლიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მარაგებმა (FDI stock) მშპ-ს 100% – ზე მეტი შეადგინა. ამჟამად საქართველო მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორისაა ბიზნესის კეთების და უცხოური ინვესტიციების მიმართ ღიაობის კუთხით და წარმოადგენს წარმატების მაგალითს სხვა ქვეყნებისთვის.

დოკუმენტის თანახმად, ქვეყანაში განხორციელებულმა თანმიმდევრულმა რეფორმებმა ხელი შეუწყო ინვესტიციებისთვის სამართლებრივი ჩარჩოს გაუმჯობესებას. საქართველო ახლა ღიაა უცხოელი ინვესტორებისთვის ყველა სექტორში. ძირითადი საინვესტიციო კანონმდებლობა ადგენს თანაბარ პირობებს უცხოელი და ადგილობრივი ინვესტორებისთვის და უზრუნველყოფს საკუთრების უფლებების მკაფიო და პროგნოზირებად ჩარჩოს.

კვლევის თანახმად, COVID-19 პანდემიას საქართველოზე, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად აქვს უპრეცენდენტო ეკონომიკური შედეგები. ამავე დროს, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო მყისიერი მონეტარული და ფისკალური ზომები ჯანდაცვის სექტორის და რისკის ქვეშ მყოფი კომპანიების დასახმარებლად. კვლევის თანახმად, სახელმწიფო ინვესტიციებთან ერთად, საქართველოს ეკონომიკის აღდგენის საქმეში მნიშვნელოვანიო როლი მიენიჭება როგორც უცხოურ, ისე შიდა კერძო ინვესტიციებს.

ანგარიშის თანახმად, ბოლო წლების განმავლობაში მოზიდული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა საკმაოდ მაღალია საქართველოს ეკონომიკის სიდიდის გათვალისწინებით, თუმცა ინვესტიციების სარგებელი სრულად არ არის რეალიზებული დასაქმებისა და ექსპორტის განვითარების მიმართულებით. კვლევის თანახმად, საინვესტიციო კანონმდებლობა აყალიბებს თანაბარ პირობებს უცხოელ და ადგილობრივ ინვესტორებს შორის და წარმოადგენს საკუთრების უფლებების მკაფიო და პროგნოზირებად ჩარჩოს.

მიუხედავად ყველა წარმატებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან აღიარებისა, OECD აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია რეფორმების გაგრძელება, რათა საქართველო კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს უცხოური ინვესტორებისთვის.

კვლევაში ასევე აღნიშნულია საქართველოს სოფლის მეურნეობისა და კვების პროდუქტების ჯაჭვში ინვესტიციების მოზიდვის საჭიროება. ინვესტიცია აგროსასურსათო ღირებულების ჯაჭვებში ხელს შეუწყობს პროდუქტიულობის ზრდის გაძლიერებას, შემოსავლების ზრდას, სურსათის უსაფრთხოების გაუმჯობესებას, სოფლის განვითარების მხარდაჭერას და საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებას.

კვლევაში ასევე ხაზგასმულია საპასუხისმგებლო ბიზნეს ქცევის (RBC – Responsible Business Conduct) განვითარების ხელშეწყობის აუცილებლობა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ბელარუსის რესპუბლიკის გროდნოს ოლქის ხელმძღვანელთა ონლაინ შეხვედრა

🇬🇪🇧🇾აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ბელარუსის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის გროდნოს ოლქის ხელმძღვანელებს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
♻️ შეხვედრის დროს დაისახა მომავალი სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები.
🇬🇪 ქართულ მხარეს წარმოადგენდა: აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ნიკა ჩხარტიშვილი, თავმჯდომარის მოადგილეები ნუგზარ მიქელაძე და თამაზ თურმანიძე, მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობებში ლაშა ბოლქვაძე, საინვესტიციო და საექსპორტო ურთიერთობების მთავარი სპეციალისტი ნათია სურმანიძე.
🇧🇾ბელარუსის წარმომადგენლებს შორის იყვნენ: ბელარუსის რესპუბლიკის უნიტარული საწარმოს “BelCCI გროდნოს განყოფილების” გენერალური დირექტორი მიროსლავ საროსეკი, გენერალური დირექტორის მოადგილე საგარეო ეკონომიკური საქმიანობის საკითხებში კონსტანტინ კაიკოვი და საგარეო ეკონომიკური საქმიანობის დეპარტამენტის ინტელექტუალური საკუთრების წამყვანი სპეციალისტი ალექსანდრე დობროდუშენკო.
💻 მხარეები შეთანხმდნენ აჭარისა და გროდნოს რეგიონების ბიზნეს წრეებს შორის ონლაინ B2B მოლაპარაკებების ორგანიზების თაობაზე. ასევე ხაზი გაესვა პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელობას