Home Blog Page 3

სამუშაო შეხვედრა სავაჭრო პალატაში

აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა პროფესიული განათლების ხელშეწყობისა და პროფესიულ სასწავლებლებსა და ბიზნეს-სექტორს შორის  თანამშრომლობის საკითხებს ეხებოდა.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ სავაჭრო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო დოლიძე, პროფესიული უნარების სააგენტოს დირექტორი თამარ ქიტიაშვილი, აჭარის დასაქმების სააგენტოს დირექტორი თემურ კახიძე და კოლეჯი “ბლექსი”-ს დირექტორი გიორგი გოგიტიძე.

მხარეებმა ისაუბრეს  მეწარმე სუბიექტების პროფესიული განათლების დონისა და კვალიფიკაციის ამაღლების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით პროფესიული განათლების სფეროში კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდაზე. დაიგეგმა მომავალი თანამშრომლობის მიმართულებები და  ერთობლივი საქმიანობები.   სავაჭრო პალატა, როგორც ბიზნეს სექტორის მხარდამჭერი ორგანიზაცია  და  პალატასთან არსებული ააიპ “პროფესიული უნარების განვითარების ასოციაცია” აქტიურად ითანამშრომლებს ამ მიმართულებით პარტნიორ ორგანიზაციებთან.

TIKA-ს თბილისის პროგრამის კოორდინატორი – თუბა ოზუთოქი სავაჭრო პალატაში

აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) თბილისის პროგრამის კოორდინატორს – თუბა ოზუთოქს უმასპინძლა.
შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. მისი ძირითადი მიზანი მხარეთა შორის სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა და აქტივობების დაგეგმვა იყო.
თურქული მხარე გაეცნო სავაჭრო პალატის საქმიანობას, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს.
შეხვედრის ბოლოს მხარეებმა აქტიური თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ სავაჭრო პალატის თავმჯდომარის მოადგილე ნუგზარ მიქელაძე და სავაჭრო პალატის თავმჯდომარის მრჩეველი დიპლომატიურ საკითხებში ლაშა ბოლქვაძე.

თურქეთის კონსულის ვიზიტი პალატაში

აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატას თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული რიზა ქააღან ილმაზმი და საკონსულოს სავაჭრო ატაშეები დიდემ დირლიქ სონღური და ჯენბერკ გუზელი ეწვივნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები და ხელშეწყობის მექანიზმები. საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოსა და ბიზნეს შესაძლებლობებს, ქვეყნებს შორის ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით თანამშორმლობის გაღმავებას, დიაგონალური კუმულაციის პოპულარიზაციის საჭიროებას.

შეხვედრაზე გიორგი რომანაძემ ხაზი გაუსვა რეგიონალური სავაჭრო-სამრეწველო პალატების როლს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების  მზარდ დინამიკაში, ისაუბრა პალატაში არსებულ საარბიტრაჟო სასამართლოზე, როგორც დავის მოგვარების ალტერნატიულ  საშუალებაზე. ასევე ისაუბრა მეწარმეებსა და ინვესტორებს შორის პირდაპირი კავშირების დამყარების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები გააძლიერებს ეკონომიკურ კავშირებს და გახსნის ახალ გზებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

შეხვედრის ბოლოს მხარეები შეთანხმდნენ პალატისა და საკონსულოს  მომავალი თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებებზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ სავაჭრო პალატის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო დოლიძე და პალატის თავმჯდომარის მოადგილე ნუგზარ მიქელაძე.

  

 

თურქეთის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს სავაჭრო ატაშეების ვიზიტი პალატაში

თურქეთის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს სავაჭრო ატაშეები ქ.ბათუმში, ფეიზა ერდოღანი და დიდემ დირლიქ სონღური, გამოსამშვიდობებელი ვიზიტით  აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატას ეწვივნენ. საკონსულოს სავაჭრო ატაშემ ფეიზა ერდოღანმა დაასრულა 4 წლიანი დიპლომატიური მოღვაწეობა აჭარაში.

თურქეთის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს სავაჭრო ატაშეებს აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ და პალატის თავმჯდომარის მოადგილემ ნუგზარ მიქელაძემ უმასპინძლეს.

შეხვედრაზე თურქმა დიპლომატმა  მადლობა გადაუხადა სავაჭრო პალატის თავმჯდომარეს მისი აჭარაში მოღვაწეობის პერიოდში სავაჭრო პალატის მხრიდან გაწეული მხარდაჭერისა და თანამშრომლობისათვის.

გიორგი რომანაძემ  ხაზი გაუსვა თურქეთის საკონსულოს როლს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავების საკითხებში  და იმედი გამოთქვა, რომ მეზობელ სახელმწიფოებს შორის კეთილმეზობლური დამოკიდებულება მომავალშიც გაგრძელდება.

ვიზიტი სამსუნის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში

აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე სამსუნის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს-სალიჰ ზექი მურზიოღლუს შეხვდა.

შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკაში სავაჭრო პალატის დელეგაციის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შედგა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე, ეკონომიკურ, სამეწარმეო, ინდუსტრიულ და სასოფლო-სამეურნეო სფეროებში არსებულ გამოცდილებაზე ისაუბრეს.

შეხვედრის დასასრულს მხარეები სავაჭრო-სამრეწველო ურთიერთობების გაღრმავებასა და მომავალი თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმებაზე შეთანხმდნენ.

პალატის დელეგაციას ასევე წარმოადგენდნენ: სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილე ნუგზარ მიქელაძე, აღმასრულებელი დირექტორი ედნარ ბოლქვაძე და მრჩეველი დიპლომატიურ საკითხებში ლაშა ბოლქვაძე.

პალატის დელეგაცია SAMSUN CONSTRUCTION 2023 გამოფენაზე.

აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის დელეგაცია თურქეთის რესპუბლიკაში, ქ. სამსუნში იმყოფებოდა. მიმდინარე წლის 4 – 7 მაისს  „თუიაფ“-ის სამსუნის საგამოფენო და კონგრეს -ცენტრში რიგით მე-7 მშენებლობის გამოფენა – SAMSUN CONSTRUCTION 2023 ჩატარდა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო  მშენებლობის სფეროში არსებული ინოვაციები; სამშენებლო მასალების, მონტაჟის, გათბობა-გაგრილების, კონდიცირების, ენერგო სისტემების,ბუნებრივი აირის ტექნოლოგიების  სიახლეები და მიღწევები.

დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს ადგილობრივი საწარმოები, მონაწილეობა მიიღეს პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებში.

სავაჭრო პალატის დელეგაციას წარმოადგენდნენ: აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე, პალატის თავმჯდომარის მოადგილე ნუგზარ მიქელაძე, აღმასრულებელი დირექტორი ედნარ ბოლქვაძე და მრჩეველი დიპლომატიურ საკითხებში ლაშა ბოლქვაძე.

ჩინეთის დელეგაციის ვიზიტი პალატაში

აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატაში  სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ოფიციალური დელეგაცია იმყოფებოდა, სიანიანის მუნიციპალური პარტიის კომიტეტის მდივნის მოადგილე  ჰუ იონგის ხელმძღვანელობით.

დელეგაციის შემადგენლობაში  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის წევრები და ბიზნესის წარმომადგენლები შედიოდნენ.

შეხვედრაზე პალატის თავმჯდომარემ  გიორგი რომანაძემ დაწვრილებით ისაუბრა რეგიონის ეკონომიკურ პოტენციალზე,საინვესტიციო გარემოზე, სავაჭრო პალატის საქმიანობასა და სერვისებზე, ხაზი გაუსვა სავაჭრო–ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით ორმხრივი პარტნიორობის გააქტიურების მნიშვნელობას.

შეხვედრაზე საუბარი სხვადასხვა სფეროს შეეხო: ეკონომიკური და სავაჭრო გაცვლების განხორცილება და თანამშრომლობა თანასწორობისა და ურთიერთმოგების პრინციპებზე დაყრდნობით; ტურიზმის სფეროში გამოცდილების გაზიარება და გაცვლა, მხარეთა ტურისტული პოტენციალის გაუმჯობესება და ხალხური ტურიზმის ხელშეწყობა.  შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე პროფესიული უნარების კუთხით თანამშრომლობას. მხარეებმა ისაუბრეს ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზრდილ  ჩინური ინვესტიციების მოცულობაზე და ქართული ღვინის ექსპორტზე  ჩინეთში.

სტუმრებმა აჭარის რეგიონის მიმართ დიდი ინტერესი გამოხატეს და ადგილობრივ ბიზნესთან შეხვედრისა და სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

დელეგაციის წევრებმა გამოცდილების გაზიარებისა და მომავალი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით  პალატის წარმომადგენლობა სიანიანში მიიწვიეს.

 

 

გილოცავთ!

თანამშრომლობის მემორანდუმი სავაჭრო პალატასა და მუსიად ბათუმს შორის

აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და Musiad Batum/მუსიად ბათუმს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანს წარმოადგენს  ეკონომიკური პარტნიორობის და თანამშრომლობის ხელის შეწყობა.

მხარეები ითანამშრომლებენ შეთანხმებულ აქტივობებზე ვაჭრობისა და მრეწველობის, ფინანსების, ინვესტიციების და სხვა სფეროებში, ხელი შეუწყობენ  ორმხრივ ვაჭრობასა და საინვესტიციო თანამშრომლობას თურქეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიზნით

მემორანდუმს ხელი მოაწერეს აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ და Musiad Batum/მუსიად ბათუმი-ს თავმჯდომარემ ჰამზა ქოსემ.

ევროპის რეგიონთა ინსტიტუტის (IRE) დელეგაცია პალატაში

აჭარის ა.რ. სავაწრო-სამრეწველო პალატაში ვიზიტით იმყოფებოდა  ევროპის რეგიონთა ინსტიტუტის (IRE) დელეგაცია პრეზიდენტ დოქტორ ფრანც შაუსბერგერის მეთაურობით. დელეგაციას წარმოადგენდნენ გენერალური მდივანი დოქტორი იოახიმ ფლორიან ფრიცი,   საბჭოს წევრი დოქტორი  ჰელმუტ ფალშნენერი, პოლიტიკური მრჩეველი სტეფან ჰაბოკი.

ევროპის რეგიონების ინსტიტუტი (IRE) ავსტრიაში, ზალცბურგში  დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც თანამშრომლობს  დაახლოებით 150 პარტნიორთან 25 ქვეყნიდან. ორგანიზაციის მიზანია  რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის ქსელის ჩამოყალიბება, როგორც საზოგადოებრივი, ასევე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მათი ინტერესების მხარდაჭერა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრის მიზანი ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის დაწყება და ერთობლივი აქტივობებსა და პროექტებზე მსჯელობა იყო.

შეხვედრაზე პალატის თავმჯდომარემ  გიორგი რომანაძემ ისაუბრა  რეგიონის  ეკონომიკურ პოტენციალზე,  თანამშრომლობის  გაღრმავების პერსპექტივებზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ვაჭრობა და ინვესტიციები, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა.

შეხვედრას  პალატის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო დოლიძე და თავმჯდომარის მრჩეველი ლეილა გოგიტიძე ესწრებოდნენ.