სიახლეები
:: ვიზიტი ართვინის გუბერნიაში

 

🇬🇪🇹🇷26 თებერვალს აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ნიკა ჩხარტიშვილი თურქეთის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს ორგანიზებით მიწვეული იყო ართვინის გუბერნიაში.
ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ართვინსა და ბათუმს შორის ტურისტული პოტენციალის გაღრმავება და განვითარება. ასევე გაიმართა B2B შეხვედრები, რომლის შედეგადაც ჩამოყალიბდა კონკრეტული საქმიანი კავშირები ბათუმისა და ართვინის ტუროპერატორებსა და ტურისტულ სააგენტოებს შორის.
შეხვედრას ესწრებოდნენ ართვინის გუბერნატორი ილმაზ დორუქი, ართვინის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავჯდომარე სეჩკინ ქურთი, თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ბათუმში ქალბატონი მაქბულე კოჩაქი, სავაჭრო ატაშე ქალბატონი ფეიზა ერდოღანი და მისი მოადგილე ასლან კოჩალიძე, აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის ახალგაზრდა ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე ლაშა ბოლქვაძე და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები