სიახლეები
:: სტუმრად საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაში

          აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ნიკა ჩხარტიშვილი და თავმჯდომარის მოადგილე ნინო დოლიძე საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარეს ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძეს ესტუმრნენ.

შეხვედრაზე ასოციაციის თავმჯდომარე სტუმრებს ასოციაციის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

   ✅   სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ბათუმში საერთაშორისო ბიზნეს გამოფენების ორგანიზებასა და რეგიონისთვის მის მნიშვნელობაზე