სიახლეები
:: ასსპა-ს საფრანგეთის ელჩი ეწვია

აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატას საფრანგეთის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი ეწვია. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ასსპა-ს თავმჯდომარემ თამაზ შავაძემ სტუმარს პალატის მუშაობა და რეგიონის საინვესტიციო გარემო გააცნო. წარდგენილი იქნა შესაბამისი პრეზენტაციები. საფრანგეთის ელჩი დაინტერესდა კურორტ გოდერძით და ფრანგული ინვესტიციების დაბანდების სურვილი გამოთქვა.
შეხვედრა ესწრებოდნენ: ასსპა-ს თავმჯდომარის მოადგილეები: თამაზ თურმანიძე და ასლან ლორთქიფანიძე, აღმასრულებელი დირექტორი ედნარ ბოლქვაძე, ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი გიორგი ზირაქაშვილი, მეფუტკრეთა ასოციაციის თავმჯდომარე მანანა ბოლქვაძე და ახალგაზრდა ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე ლაშა ბოლქვაძე.