სიახლეები
:: “ენერგოეფექტური ტექნოლოგიები სოფლის განვითარებისათვის” პრეზენტაცია

აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატაში გაიმართა პროექტის “ენერგოეფექტური ტექნოლოგიები სოფლის განვითარებისათვის” პრეზენტაცია, რომელსაც ახორციელებს CARE ჩეხეთი, სოფლად თემთა განვითარების სააგენტო (RCDA), სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ფონდი (კოოპერატივების ფონდი) და ჩეხური კომპანია "Holistic Solution”.
პროექტის სამიზნე არეალია: აჭარის ა.რ. ავტონომიური რესპუბლიკა, მცხეთა-მთიანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და გურია.
ღონისძიებას ასსპა-ს თავმჯდომარე თამაზ შავაძე, თავმჯდომარის მოადგილე ასლან ლორთქიფანიძე, აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ჯამბულ ხოზრევანიძე, ქალ ბიზნესმენთა თავმჯდომარე მაყვალა კვირიკაძე, ორგანული აკვაკულტურის ასოციაცია "ფორეჯის" თავმჯდომარე სოფო დიასამიძე, ახალგაზრდა ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე ლაშა ბოლქვაძე და 30 ფერმერი ესწრებოდა.