სიახლეები
:: შეხვედრა ყაზახ ბიზნესმენთან

ასსა-ს თავმჯდომარე თამაზ შავაძე ყაზახ ბიზნესმენს პაველ ცოის შეხვდა, რომელიც კომპანია „ბათუმი დიჯიტალ“-ის დამფუძნებელია.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოდან სოფლის მეურნეობის ექსპორტის შესაძლებლობები ბახრეინში, არაბეთის ემირატებსა და კუვეიტში. ექსპორტიორი დაინტერესებულია მშრალი ხილის, თაფლის, ფორთოხლისა და მანდარინის , ასევე ხორცისა და სხვა პროდუქტების გატანით საქართველოდან.
ბიზნესმენ პაველ ცოის უკვე დიდი გამოცდილება აქვს შუა აზიიდან პროდუქტების ექსპორტისა არაბულ ქვეყნებში. მას დადებული აქვს ხელშეკრულებები 150-ზე მეტ მარკეტულ ქსელთან და ამჟამად საქართველოდან ექსპორტზე მუშაობს. მთავარია ლოჯისტიკის, პროდუქტის ხარისხის, პაკეტირება-ეტიკეტირების, მიწოდების უწყვეტობის და რეალური ფასების არსებობა.
მოლაპარაკება ასევე გაიმართა აჭარის მეფუტკრეობის ასოციაციის თავმჯდომარესთან მანანა ბოლქვაძესთან. საუბარი შეეხებოდა ყოველთვიურად 20 ტონა თაფლის ექსპორტს. მოლაპარაკებები გრძელდება.