სიახლეები
:: ასსპა-ს ესტონეთის ბიზნესდელეგაცია სტუმრობდა

24 სექტემბერს აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატას ესტონეთის 30 კაციანი დელეგაცია ესტუმრა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სტუმრები ასსპა-ს მუშაობას და სერვისებს გაეცნენ. პალატის თავმჯდომარემ თამაზ შავაძემ და მოადგილემ თამაზ თურმანიძემ უცხოელ ბიზნესმენებს რეგიონის ხელსაყრელი საინვესტიციო და მარტივი საგადასახადო გარემოს შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.