სიახლეები
:: „ველმონდში“ პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ტრენინგის გახსნის ღონისძიება გაიმართა

 

        შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯ „გოლდენ სიი“-მ სასტუმრო „ველმონდში“, აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით, პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების 25 საათიანი ტრენინგი დაიწყო. ტრენინგის ფარგლებში კომპანიის  35 თანამშრომელის სწავლება მიმდინარეობს.

       ტრენინგის გახსნას აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილე ასლან ლორთქიფანიძე ესწრებოდა. მან მსმენელებს წარმატებული სასწავლო პროცესი უსურვა და მადლობა გადაუხადა კომპანიის მენეჯმენტს თანამშრომლების სწავლებაში გაწეული ძალისხმევისთვის.