სიახლეები
:: ასსპა-ს სილეზიის რეგიონის სახელისუფლებო დელეგაცია ესტუმრა

🇬🇪🇵🇱 პოლონეთის რესპუბლიკის სილეზიის რეგიონის დელეგაცია, პარლამენტის (სეიმიკის) თავმჯდომარის იან კავულოკის ხელმძღვანელობით, აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატას ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის მიზნით ეწვია და მის შემადგენლობაში საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, სილეზიის ფონდის ხელმძღვანელი და სავოევოდოს ვიცე-მარშალი ვოიცეხ კალუჟა შედიოდნენ;
🇬🇪🇵🇱 პოლონელ სტუმრებს შეხვდნენ: აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე თამაზ შავაძე, თავმჯდომარის მოადგილეები: ჯუმბერ ტუღუში და ასლან ლორთქიფანიძე, აღმასრულებელი დირექტორი ედნარ ბოლქვაძე, ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი გიორგი ზირაქაშვილი, ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის ასოციაციის თავმჯდომარე თამაზ თურმანიძე, ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე მაყვალა კვირიკაძე, მეფუტკრეობის ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე მანანა ბოლქვაძე, ახალგაზრდა ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე ლაშა ბოლქვაძე, პალატასთან არსებული საარბიტრაჟო სასამართლოს ხელმძღვანელი პაატა კოპალეიშვილი.
🇬🇪🇵🇱 პოლონურმა და ქართულმა მხარეებმა სილეზიისა და აჭარის რეგიონების ეკონომიკური შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს;
🇬🇪🇵🇱 ასსპა-ს თავმჯდომარემ თამაზ შავაძემ სტუმრებს ქვეყნის ხელსაყრელ საინვესტიციო, საგადასახადო გარემოს, უცხოურ ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და პოლონელი ბიზნესმენების მიერ აჭარაში ინვესტიციების განხორციელების სურვილი გამოთქვა;
🇬🇪🇵🇱 სავაევოდოს ვიცე-მარშალმა ვოიცეხ კალუჟამ სურვილი გამოთქვა, რომ ამ შეხვედრამ კონკრეტული შედეგები გამოიღოს ორი რეგიონის ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით, გამოხატა კმაყოფილება ხელსაყრელი ბიზნესგარემოსა და უცხო ქვეყნებთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების შესაძლებლობების მიმართ;
🇬🇪🇵🇱 შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს.