სიახლეები
:: სამუშაო შეხვედრა ექსტენციის სტრატეგიის დოკუმენტის მოსამზადებლად

 ბათუმში, სასტუმრო "რედისონში", გაიმართა სამუშაო შეხვედრა აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის ექსტენციის სტრატეგიის დოკუმენტის მომზადების მიზნით;

 განიხილეს, ექსტენციის პროცესში ჩართული ყველა რგოლის ფუნქცია და აქტივობის კვლევა, რეგიონში არსებული სტრუქტურული და ორგანიზაციული ცვლილებები. განისაზღვრა კომპეტენციის საკითხები, მუნიციპალიტეტში არსებული რესურსების შესწავლა და ყველა იმ საჭიროების კვლევა, რაც აჭარაში ექსტენციის ეფექტურად განხორციელებას სჭირდება;

 შეხვედრაზე აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ მამუკა თურმანიძემ წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე - "აგრარული ექსტენციის განვითარების გეგმა აჭარაში";

 აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექსტენციის პროექტი დაფინანსებულია ამერიკის სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის (USDA) მიერ, პროექტს ახორციელებს ასოციაცია "მომავლის ფერმერი", აჭარის ა.რ. მთავრობასთან თანამშრომლობით. ძირითად მიზანს წარმოადგენს რეგიონში გრძელვადიანი ექსტენციის სტრატეგიის შემუშავება და საბოლოო ჯამში ფერმერების ინფორმირების დონის ამაღლება;

 შეხვედრას ესწრებოდნენ: ასსპა-ს თავმჯდომარის მოადგილე ასლან ლორთქიფანიძე, მეფუტკრეთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე მანანა ბოლქვაძე, სამთავრობო, არასამთავრობო და აკადემიური სექტორის წარმომადგენლები.