სიახლეები
:: საპარტნიორო ფონდის" წარმომადგენლები ბათუმში ბიზნესმენებს შეხვდნენ

 11 სექტემბერს, სასტუმრო "ბესტ ვესტერნ"-ში, გაიმართა აჭარის რეგიონის ბიზნეს სექტორის წამომადგენლების შეხვედრა "საპარტნიორო ფონდი"-ს წარმომადგნლებთან;

 ფონდმა გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში, კონკრეტული ბიზნეს პროექტები და წარმოების სექტორის დაფინანსების სქემა წარადგინა;

 ბიზნეს სექტორს შესთავაზა ერთობლივი პროექტების განხორციელება;

 შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით დასრულდა;

 ღონისძიებას ესწრებოდნენ: "საპარტნიორო ფონდის" დირექტორი დავით საგანელიძე, აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, მინისტრის პირველი მოადგილე თორნიკე კუჭავა, ასსპა-ს თავმჯდომარის მოადგილე ასლან ლორთქიფანიძე, ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე მაყვალა კვირიკაძე და სხვა დაინტერესებული პირები.