სიახლეები
:: სემინარი ბუღალტრებისთვის

საერთაშორისო აუდიტორული კომპანია „გრანთ თორნთონ აკადემია"-ს საქართველოს წარმომადგენლობამ 10 სექტემბერს, ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“, კომპანიების ბუღალტრებისა და ფინანსური მენეჯერებისათვის ჩაატარა სემინარი - „დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის ნაწილში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ'.
2020 წლის 1 იანვრიდან დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის ახალი რეგულაციების მოსალოდნელ ამოქმედებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრის ფორმატში განხილული იყო საკანონმდებლო ცვლილების მიზანი, ძირითადი ცვლილებები და ასევე მოხდა ცვლილებების შედარება მოქმედ კანონმდებლობასთან. შეხვედრის ბოლოს სემინარი წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში.
შეხვედრა ორგანიზებული იყო აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით და მას ასსპა-ს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.