სიახლეები
:: განცხადება ასსპა-ს თავმჯდომარეობის კანდიდატების საბუთების მიღების შესახებ

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონისა და პალატის წესდების საფუძველზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარეობის კანდიდატების საბუთების მიღება მიმდინარე წლის 10 სექტემბრიდან დაიწყო, რომელიც 1 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
თავმჯდომარეობის კანდიდატებმა აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატაში ( მისამართი: ქ. ბათუმი, ა.მელაშვილის ქ. N 26) უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
1. განცხადება;
2. სივი (CV);
3. ნოტარიულად დამოწმებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
4. აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლი;
5. 3 ბიზნეს ასოციაციის თანხმობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარეობის კანდიდატად პალატის საბჭოში წარდგენის შესახებ;
6. ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (№IV-100/ა);
7. ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;
8. ცნობა პირის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ;

ასსპა-ს თავმჯდომარის არჩევნები გაიმართება მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს.

საკონტაქტო პირები:

ჯუმბერ ტუღუში 577 17-42-20

ასლან ლორთქიფანიძე 577 30-79-29

ედნარ ბოლქვაძე 577 28-90-70