სიახლეები
:: ასსპა გთავაზობთ ახალ სერვისს უძრავი ქონების შეფასების სახით

აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატამ უკვე არსებულ 20-მდე სახის მომსახურების სახეებს ახალი სერვისი დაამატა. მიმდინარე წელს, რამდენიმე თვის მუშაობის შედეგად, პალატამ უძრავი ქონების შეფასების აკრედიტირებული სერტიფიკატი მიიღო. 
აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატა ახალი სერვისის ფარგლებში გთავაზობთ ყველა კატეგორიის უძრავი ქონების შეფასებას. ასსპა-ს ექსპერტიზის განყოფილების მთავარი მიზანია მომსახურების მაღალი ხარისხის დაცვით უმოკლეს ვადაში მოგაწოდოთ სრულყოფილი დასკვნა თქვენთვის საინტერესო ქონების საბაზრო ღირებულების შესახებ. ჩვენი დასკვნები სრულ თანხვედრაშია შეფასების საერთაშორისო სტანდარტებთან. გთავაზობთ საქართველოში ყველაზე მცირე ტარიფებს და სერვისის შესრულების უმოკლეს ვადებს.
ტელეფონი: 593 59 84 15