სიახლეები
:: ხულოში ფესტივალი „ხულო FEST” გაიმართა

 მიმდინარე წლის 25 აგვისტოს ხულოს მუნიციპალიტეტის დაბა ხულოში გაიმართა 1 დღიანი ფესტივალი - „ხულო FEST”;

 ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ადგილობრივი პროდუქციისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა;

 ადგილობრივმა ანსამბლებმა შეასრულეს ტრადიციული მუსიკალური და საცეკვაო ნომრები;

 ღონისძიება ჩატარდა „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ (ENPARD ხულო) პროექტის ფარგლებში, ჩეხეთის რესპუბლიკის „კარიტასი საქართველოში“, ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფისა და ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით;

 ღონისძიებას ესწრებოდნენ: აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე თამაზ შავაძე, აღმასრულებელი დირექტორი ედნარ ბოლქვაძე და ასსპა-ს მეფუტკრეობის ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე მანანა ბოლქვაძე.