სიახლეები
:: ასსპა-ს თავმჯდომარემ თურქი ბიზნესმენები მიიღო
აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე თამაზ შავაძე თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ კაისერის ბიზნესმენებს შეხვდა, რომლებიც წარმოადგენენ ავეჯის მწარმოებელ „ფლექსსით ჯგუფს“;
აღნიშნული კომპანია ფლობს რამდენიმე ავეჯის ქარხანას, რომელიც ორიენტირებულია საოფისე ავეჯის წარმოებაზე;
საქონელი გააქვთ უცხოეთში და მისი იმპორტი ხორციელდება საქართველოშიც;
კომპანია დაინტერესებულია აჭარაში საოფისე ავეჯის წარმოებაში ინვესტირებით;
ასსპა-ს თავმჯდომარემ პოტენციურ ინვესტორებს საქართველოს ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო გააცნო და ინვესტიციის განხორციელების შემთხვევაში მხარდაჭერა აღუთქვა.