სიახლეები
:: ონლაინ პლატფორმის AgroNet პრეზენტაცია გაიმართა

 სასტუმრო ,,ჰილტონში'' პროექტ სავაჭრო შესაძლებლობების პილოტირება სოფლის მეურნეობაში თანამამედროვე ინოვაციური ონლაინ პლატფორმის შექმნის AgroNet ფარგლებში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილე ასლან ლორთქიფანიძე, აღმასრულებელი დირექტორი ედნარ ბოლქვაძე, ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი გიორგი ზირაქაშვილი და ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის ასოციაციის თავმჯდომარე თამაზ თურმანიძე ესწრებოდნენ;
შეხვედრა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სოფლის მეურნეობის განვითარებისა და პროფესიული სწავლების დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო დაინტერესებული მხარეებისათვის ონლაინ პლატფორმა AgroNet-თან დაკავშირებული საკითხების გაცნობა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს (GIPA) შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი მიზნად ისახავს 2020 წლის ივნისამდე ინოვაციური ონლაინ პლატფორმის შექმნის გზით, სოფლის მეურნეობისა და მასთან დაკავშირებული სექტორების სავაჭრო შესაძლებლობების გაზრდას და მოდერნიზების ხელშეწყობას, რომელიც თავდაპირველად სამ ქვეყანაში: საქართველოში, ბულგარეთსა და რუმინეთში დაიტესტება;
მემორანდუმის განსახორციელებლად დაგეგმილია აქტივობები ექსპორტ-იმპორტის კვლევა სოფლის მეურნეობის 15 პროდუქტზე. აგრეთვე, მრავალენოვანი ვებ-პლატფორმის შექმნა, მისი საინფორმაციო წყაროებით უზრუნველყოფა, როგორც კომუნიკაციის საშუალება და საინფორმაციო ბაზის გაღრმავება, ცნობიერების ამაღლება ტრენინგების, სოციალური და საინფორმაციო კამპანიების მეშვეობით.