სიახლეები
:: ასსპა-ს თავმჯდომარე შვეიცარიის ელჩს შეხვდა

 აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე თამაზ შავაძე, ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის ასოციაციის თავმჯდომარე თამაზ თურმანიძე და მცირე და საშუალო ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე ასლან ლორთქიფანიძე ასსპა-ში შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ალვარო ბორგჰს და საელჩოს თანამშრომლებს შეხვდნენ;
 საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ბიზნესმენებს შორის საქმიანი ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობას. სტუმრებმა შვეიცარიის მთავრობის მიერ დაფინანსებული ასსპა-ს სერვისები: „ქალთა ოთახი“ და აჭარის მეფუტკრეთა ბიზნეს ასოციაციის ოფისები დაათვალიერეს, რომლებიც ეწევიან ჩვენი რეგიონის ბიზნესის განვითარებისათვის სასარგებლო საქმიანობას;
 შვეიცარიის საელჩოს ორგანიზებით, დღეს დაგეგმილ „თაფლის ფესტივალზე“, წარმოდგენილი იქნება სპეციალური კუთხე ფოტოგამოფენისათვის, რომელიც საქართველოსა და შვეიცარიის კულტურულ თავისებურებებსა და მსგავსებებს ასახავს.
 5 წლის წინ თაფლის პირველი ფესტივალი შვეიცარიის მთავრობის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი ქორფსის“ ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა. აღნიშნული ორგანიზაცია, ამ უკვე ტრადიციად ქცეულ ფესტივალს, წელსაც მხარს უჭერს.