სიახლეები
:: ბათუმი ტრადიციულად “თაფლის ფესტივალს” მასპინძლობდა

• აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული აჭარის მეფუტკრეობის ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, 10 და 11 აგვისტოს ბათუმის ბულვარში, „კოლონადების“ მიმდებარედ რიგით მეხუთე “თაფლის ფესტივალი” გაიმართა, მასში საქართველოს მასშტაბით 40-ზე მეტი მეფუტკრე-ფერმერი იღებდა მონაწილეობას;
• ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იყო „ჯარას“ ტრადიციული მეფუტკრეობა და ჯარას თაფლი;
• აქ მობრძანებულ სტუმრებს 2 დღის მანძილზე შესაძლებლობა ქონდათ დაეგემოვნებინათ და შეეძინათ საქართველოში არსებული უნიკალური თაფლოვანი მცენარეებისაგან დამზადებული ნატურალური თაფლი და ფუტკრის სხვა პროდუქტები;
• ვიზიტორებს და მეფუტკრეებს 
მთელი დღის განმავლობაში  ასევე შესაძლებლობა ქონდათ თვალი ედევნებინათ მეფუტკრეების მასტერკლასებისთვის, ბავშვებისთვის გამართული შოუ პროგრამებისთვის, ელექტრონული მუსიკისთვის და სხვა გასართობი ღონისძიებებისთვის;

• ფესტივალის მხარდამჭერები იყვნენ: აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ჩეხეთის რესპუბლილკის კარიტასის წარმომადგენლობა და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი.

http://ajaratv.ge/article/47055?fbclid=IwAR1Jujt0l5sWHOYDrFMSvyAUEFa9byOwAPI9hiJp9EjPuF_OBNVG8fO8Djs

https://1tv.ge/news/batumis-bulvarshi-taflis-festivali-mimdinareobs/

https://www.facebook.com/TV12TV/videos/373313323330874/UzpfSTM1MTMwOTEzODI0MjAxMDoyNTUyOTkxMTY0NzQwNDUy/