სიახლეები
:: ასსპა ყურბან-ბაირამის დღესასწაულს გილოცავთ

აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატა ულოცავს მუსლიმ თანამოქალაქეებს ყურბან-ბაირამის დღესასწაულს და ღვითის წყალობას უსურვებს.

მსხვერპლშეწირვა (ყურბანი) კაცობრიობის დასაბამიდან დღემდე მოღწეული ერთ-ერთი ღვთისმსახურებაა, ეს ტრადიცია ყველა რელიგიაში არსებობს. ამ დღესასწაულს ისლამში "იიდ-ალ ადჰა" ანუ ყურბან-ბაირამი ეწოდება. ამ დღეს ყველა თავისუფლებაში მყოფი, ზრდასრული და მატერიალურად შეძლებული მუსლიმი პირუტყვის სახით მსხვერპლს სწირავს ალლაჰს. სიტყვა "ყურბანი" მომდინარეობს არაბული სიტყვა „ყერებე“-საგან, რომელიც ნიშნავს დაახლოებას ანუ ღმერთთან დაახლოებას. ყურბანი ნაწილდება სამ ნაწილად: ერთი ნაწილი ოჯახში რჩება, დარჩენილი ორი ნაწილი კი მეზობლებში, ახლო ნათესავებში და ღარიბებში ნაწილდება.