სიახლეები
:: ასსპა-ს აფხაზეთის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ეწვია

აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ თამაზ შავაძემ აფხაზეთის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გოგიტა თედორაძე მიიღო. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ისაუბრეს პალატებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე. აფხაზეთის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ასსპა-ს მუშაობასა და სერვისებს გაეცნო. ამ გამოცდილებას პალატის პრეზიდენტი გამოიყენებს აფხაზეთის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის მუშაობის პროცესში.