სიახლეები
:: ასსპა-ს თავმჯდომარე ავსტრიის ელჩს შეხვდა

აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე თამაზ შავაძე, თავმჯდომარის მოადგილე თამაზ თურმანიძე და ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი გიორგი ზირაქაშვილი ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში არად ბენკოს შეხვდნენ. 
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ისაუბრეს ორი ქვეყნის ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებზე. ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის ბიზნესმენებს შორის საქმიანი ურთიერთობების გაფართოების მნიშვნელობას. შეთანხმდნენ, რომ ავსტრიის საელჩოსა და აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის საქმიანი ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდება.