სიახლეები
:: ქედაში ღვინის პირველი ფესტივალი გაიმართა

ქედის ღვინის ფესტივალი გამოფენა-გაყიდვებით გაიხსნა რესტორან ,,ჭადრების" ულამაზეს ტერიტორიაზე. მოწყობილი იყო ასევე ეთნოგრაფიული კუთხე.
პარალელურად გაიმართა ადგილობრივი ანსამბლების: ,,ელესა"-ს, ,,ბეთლემი"-ს, ,,მოყვარე"-ს, ,,იაგუნდი"-ს და ,,ფესვები"-ს კონცერტი. წარმოდგენილი იყო ,,აჭარული ქორწილი"-ს ინსცენირება და ფოლკ-ბენდ ,,ელესას" რეპერტუარი.
გაიმართა ნომინაციებში გამარჯვებული ფერმერების დაჯილდოების ცერემონია.
საღამო ანსამბლ ,,ალილო"-ს წევრების - ლაშა ღლონტის, აჩიკო ბერიძის და ლევან ცხოიძის კონცერტით დასრულდა.
ღონისძიებას ესწრებოდა აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილე ასლან ლორთქიფანიძე, რომელმაც სააგენტოს «აწარმოე საქართველოში“ პროგრამის „მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა საქართველოში“ შარშანდელი გამარჯვებული, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოში მცხოვრები, ვახტანგ ბერიძის საგამოფენო კუთხე მოინახულა. ფერმერმა პროგრამის ფარგლებში 18 ათასი ლარის ღირებულების ტექნიკა და ხელსაწყოები შეიძინა ღვინის მარნისათვის. საგრანტო პროექტი აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის დახმარებით წარადგინა.