სიახლეები
:: ასსპა-ს თავმჯდომარე შპს „კოენ ლოიერსტაკო“-ს წარმომადგენელს შეხვდა

ასსპა-ს თავმჯდომარე თამაზ შავაძე და აღმასრულებელი დირექტორი ედნარ ბოლქვაძე შპს „კოენ ლოიერსტაკო“-ს წარმომადგენელს ქალბატონ ჯერენ ჯებეჯის შეხვდნენ. ქართულ-ამერიკულ-თურქული პარტნიორობით დაფუძნებული კომპანია ეწევა იურიდიულ საკონსულტაციო მომსახურებას და იგი ორი თვის წინ დაფუძნდა.
კომპანიის მიერ იურიდიული და ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურება გაეწევა ინვესტორებს კვალიფიციური სპეციალისტების მხრიდან სხვადასხვა ენებზე (მათ შორის, ებრაულ, ინგლისურ, თურქულ და რუსულ ენებზე).
იურიდიული მომსახურება გაეწევა იმ ქართველ ბიზნესმენებსა და მოქალაქეებსაც, რომლებსაც პრობლემები შეექმნებათ თურქეთის რესპუბლიკაში. 
შპს „კოენ ლოიერსტაკო“ აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატაში გაწევრიანდა.
შეხვედრაზე თანამშრომლობის საკითხების განხილვის შემდეგ ასსპა-ს თავმჯდომარემ ახლად შექმნილ კომპანიას თანადგომა და მხარდაჭერა აღუთქვა.