სიახლეები
:: აჭარას ინდოელ ბიზნესმენთა დელეგაცია ესტუმრა

►ინდოეთის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარესთან და ინვესტორთა ჯგუფთან შეხვედრა აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ და ასსპა-ს წევრი კომპანიის წარმომადგენლებმა გამართეს;

►შეხვედრაზე ჯაბა ფუტკარაძემ აჭარაში არსებულ ეკონომიკურ პროცესებზე ისაუბრა. საუბარი აჭარის საინვესტიციო პოტენციალს, ზოგადად საინვესტიციო პროცესებს და ამ კუთხით დაგეგმილ სიახლეებს შეეხო;
►მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს;
►აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ თორნიკე კუჭავამ უცხოელ ბიზნესმენებს აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილი საინვესტიციო პროექტები გააცნო;
სამშენებლო ბიზნესის, სოფლის მეურნეობის, უძრავი ქონების, ტურიზმისა და კვების მრეწველობის წარმომადგენლები, საქართველოში ბიზნესის დაწყების პროცედურებითა და საკანონმდებლო რეგულაციებით დაინტერესდნენ;
► ქართველი და ინდოელი ბიზნესმენების მონაწილეობით გაიმართა B2B შეხვედრები.
► შეხვედრას ესწრებოდნენ: აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილეები: ჯუმბერ ტუღუში, ასლან ლორთქიფანიძე და მაყვალა კვირიკაძე, აღმსარულებელი დირექტორი ედნარ ბოლქვაძე, ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი გიორგი ზირაქაშვილი და ასსპა-ს დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები.