სიახლეები
:: საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა

საქათველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ახალ პრეზიდენტი გიორგი პერტაია გახდა. პალატის საბჭოს მიერ ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით წარდგენილი კანდიდატი საერთო კრებამ აირჩია. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთო კრებაში წარმოდგენილნი არიან დელეგატები საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტიდან, თვითმმართველი ქალაქებიდან და ავტონომიური რესპუბლიკებიდან.
გიორგი პერტაია 2011-2012 წლებში ბიზნესომბუდსმენის თანამდებობას იკავებდა, 2012 წლის ივლისიდან 2016 წლამდე საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორად მუშაობდა.
პერტაიამ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის თანამდებობაზე ნინო ჩიქოვანი შეცვალა, რომელიც ამ პოსტს 2015 წლიდან იკავებდა. პალატის ახლადარჩეული პრეზიდენტი გიორგი პერტაია უფლებამოსილების შესრულებას 11 ივლისიდან შეუდგება.
საერთო კრებას ესწრებოდნენ: აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე თამაზ შავაძე, აღმასრულებელი დირექტორი ედნარ ბოლქვაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგატები.
აჭარის ა.რ. სავაჭრო სამრეწველო პალატა ულოცავს გიორგი პერტაიას პრეზიდენტად არჩევას და წარმატებებს უსურვებს მომავალ საქმიანობაში. ასევე მადლობას უხდის საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ყოფილ პრეზიდენტს ნინო ჩიქოვანს გაწეული საქმიანობისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის, წარმატებებს უსურვებს მომავალ საქმიანობაში.