სიახლეები
:: ასსპა-ს მეფუტკრების ბიზნეს ასოციაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

1 ივლისს აჭარის მეფუტკრეთა ბიზნეს ასოციაციაში ჯარას მეფუტკრეობის პროფესიული კუთხით განვითარებისა და მაღალმთიან აჭარაში გავრცელების ხელშეწყობის მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ეწსრებოდნენ: აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე თამაზ შავაძე, „მერსი ქორსი“-ს ბათუმის ოფისის წარმომადგენელი, აჭარის მეფუტკრეთა ასოციაციის თანამშრომლები, ჯარას მეფუტკრეთა ასოციაციის თავმჯდომარე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამებისა და უწყვეტი განათლების ხარისხის მართვის დირექტორი, საზოგადოებრივ კოლეჯ „ახალხი ტალღის“ დირექტორი, ამავე სასწავსავლებლის სასწავლო-საწარმო პრაქტიკის მენეჯრი და პროფესიული კოლეჯ „ბლექსის“ დირექტორი.
შეხვედრაზე გადაწყდა რომ პროფესიული პროგრამის ფარგლებში არსებულ მეფუტკრეობის სასწავლო პროგრამას დაემატოს „ჯარას“ მეფუტკრეობის კურსი. სადაც ასოცირებული ტრენერ მასწავლებლები და პრაქტიკოსი მასწავლებლები გადაამზადებენ უძველესი დარგის სპეცალისტებს.
გადამზადება-ხელშეწყობის ფარგლებში პროგრამის მონაწილეთათვის დაიგეგმა გოდერძის უღელტეხილზე „ალპური ბაღის მეფუტკრეობის ზონაში“ ჩატარდეს ორდღიანი მასტერკლასი.