სიახლეები
:: ''ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობა - მიღწევები და გამოწვევები''

13 მაისს, EECMD (აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის) ბათუმის ოფისში, ადგილობრივი მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის და დამწყები ჟურნალისტებისთვის გაიმართა ტრენინგ-სემინარი თემაზე „ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობა - მიღწევები და გამოწვევები“. 
ტრენინგზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები: საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა და არსებული გამოწვევები, ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესი, DCFTA შეთანხმება - შესაძლებლობები და პერსპექტივები, ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვასთან დაკავშირებული სასაზღვრო ღონისძიებები, ანტიდასავლური პროპაგანდის თავისებურებები, მითები და რეალობა. 
ტრენინგს უძღვებოდნენ: ლევან დოლიძე - GSDC საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე, ეკატერინე თარგამაძე - საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის DCFTA საინფორმაციო ცენტრის ბათუმის რეგიონული ოფისის ექსპერტი, ნინო დევაძე - შემოსავლების სამსახურის მომსახურების სერვის-ცენტრის კონსულტანტი, ირმა გაბინაშვილი - ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეგიონალური წარმომადგენელი, 
ღონისძიება „ევროპის დღეები 2019“-ის ფარგლებში სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ მხარდაჭერით გაიმართა და მიზნად ისახავდა მედიასაშუალებების წარმომადგენლების ინფორმირებას ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტების, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის შესახებ, აგრეთვე აღნიშნულ პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მაქსიმალურ ხელშეწყობას.

http://adjaratv.ge/article/43178?fbclid=IwAR2bwBqs1K62H-aIqIqW89zPtsY_ZmHDkLZJEXfDPlP_2N0ruPf0Bi8vhjg