სიახლეები
:: მე-12 საერთაშორისო ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის და მე-2 საერთაშორისო სამედიცინო ტურიზმის გამოფენა’

დღეს, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის და სამედიცინო ტურიზმის გამოფენა გაიხსნა. წელს მასში 10 ქვეყნის 80-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს. გამოფენის მიზანი ქვეყანაში სამედიცინო ინოვაციების დანერგვა, ტურიზმისა და სამედიცინო სფეროების განვითარება, კონფერენციების, სემინარების , და საინფორმაციო ტურების მოწყობაა. გამოფენის ორგანიზატორი საერთაშორისო საგამოფენო კომპანია „GEONET EXPO"-ა, ხოლო მხარდამჭერი - აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატაა. გამოფენა 12 მაისს დაიხურება. ღონისძიებაზე წარმოდგენილია ასსპა-ს ტურიზმის განვითარების ასოციაცია წევრი კომპანიებით.