სიახლეები
:: ასსპა-ში USAID-ის სოფლის მეურნეობის საგრანტო პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა იწყებს განაცხადების მიღებას თანამონაწილეობაზე დაფუძნებული საგრანტო პროგრამის განსახორციელებლად, რომლის მიზანია საქართველოში მოსავლის აღების შემდგომი დამუშავების საწარმოებისა და სამაცივრე მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა. განაცხადები წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2019 წლის 31 მაისისა. განაცხადის წარდგენის პროცედურებისა და მისი ფორმის შესახებ პოტენციური განმცხადებლებისათვის დეტალური ინფორმაციის მიწოდებისა და განაცხადების წარდგენის პროცესის ხელშეწყობის მიზნით USAID-ის წარმომადგენლება: მაკა ნოსელიძემ, დავით შერვაშიძემ და პაატა ზაქრაშვილმა აჭარის ა.რ. სავაჭრო-პალატაში ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ: ასსპა-ს თავმჯდომარის მოადგილე ასლან ლორთქიფანიძე, DCFTA ექსპერტი ეკატერინე თარგამაძე და აჭარის ა.რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები.

საინფორმაციო შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატით დასრულდა.
👉 https://drive.google.com/…/1ZLkRrnRFddExJDG2t3ac0EsqAa6vw4wC