სიახლეები
:: „ქალთა მეწარმეობის ორგანიზება და მართვა მენტორული მხარდაჭერის გზით“

15 აპრილს ასოციაციამ „ერთმანეთისთვის“, საერთაშორისო პროექტის "ესტონურ-ქართული გამოცდილების გაერთიანება ბავშვთა უფლებების დაცვისა და ქალთა მცირე მეწარმეობის მხარდაჭერისთვის აჭარის რეგიონში”, ასსპა-ში ტრენინგ-სემინარი ჩაატარა. ღონისძიება აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ქალ-ბიზნესმენთა ასოციაციის მხარდაჭერით გაიმართა. შეხვედრაზე აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებმა ისაუბრეს რეგიონის ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით ორგანიზებული პროექტების მნიშვნელობაზე და მათ ჩართულობაზე, ხოლო ტრენინგს „ქალთა მეწარმეობის ორგანიზება და მართვა მენტორული მხარდაჭერის გზით“ - ევროკავშირის წევრი ქვეყნების (ესტონეთი) მაგალითზე ესტონელი ექსპერტები ანნუ ვიკსი და ქალთა რესურსცენტრის “ENUT” დირექტორი რეტ ლაია, ასოცოციაცია ‘ერთმანეთისთვის“ დამფუძნებელ სოფიო ბაკურიძესთან ერთად უძღვებოდნენ.
აღნიშნული შეხვედრის მიზანი იყო ქალთა სოციალური და ეკონომიკური გაძლიერების ევროპული გამოცდილების გაზიარება და ეფექტური მეთოდების და პრაქტიკული მაგალითების დანერგვა აჭარის რეგიონის მეწარმეების/ფერმერებისთვის. მსმენელები გაეცნენ იმ თანამედროვე მეთოდოლოგიას და მიდგომებს, რომლებიც დაეხმარება დაინტერესებულ პირებს ბიზნესის წამოწყების და განვითარების პროცესში არსებული პრობლემების და გამოწვევების გამკლავებაში. შეხვედრები აჭარის მაღალმთიანეთში გაგრძელდება.

საერთაშორისო პროექტი "ესტონურ-ქართული გამოცდილების გაერთიანება ბავშვთა უფლებების დაცვისა და ქალთა მცირე მეწარმეობის მხარდაჭერისთვის აჭარის რეგიონში” ესტონეთის მთავრობის მხარდაჭერით „ქალთა საინფორმაციო რესურს ცენტრი“ (ესტონეთი), და ასოციაცია „ერთმანეთისთვის“ (საქართველო, აჭარა) მიერ ხორციელდება.