სიახლეები
:: მეოთხე კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების სტანდარტი“ - IFRS for SMEs -ის პრაქტიკულ კურსი

ასსპა-ში მე-3 თვეა გრძელდება „მეოთხე კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების სტანდარტი“ - IFRS for SMEs -ის პრაქტიკულ კურსი. “ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად საწარმოები ვალდებულნი არიან მინიჭებული ზომითი კატეგორიების სტანდარტის შესაბამისად წარადგინონ ფინანსური ანგარიშგება. აღნიშნული სემინარები და სალექციო კურსი დაეხმარება საწარმოების ბუღალტრებს მიიღონ ის აუცილებელი ცოდნა და მითითებები, რაც ანგარიშგების წარდგენასთან არის დაკავშირებული. ეს ეხება როგორც მცირე, ისე საშუალო ზომის კატეგორიის საწარმოებს. ვინაიდან ამ კატეგორიის საწარმოები წელს პირველად წარადგენენ ფინანსურ ანგარიშგებებს, ბუღალტრებისთვის საჭიროა ცნობიერების ამაღლება აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.

13 აპრილის ტრენინგზე ბუღალტრებმა სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებასთან დაკავშირებული საგადასახადო რეგულაციებიც შეისწავლეს.

ტრენინგს უძღვებოდა სერტიფიცირებული ტრენერი სოფო პაპუნაიშვილი.