სიახლეები
:: ასსპა-ს წარმომადგენლებმა შპს „Geofibre“-ს საწარმო პროცესი დაათვალიერეს

2008 წლიდან ბათუმში თამარის დასახლება, ტბეთის ქ № 6 აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელშეწყობით განხორციელებული ინვესტიციით ფუნქციონირებს შპს „Geofibre“. მის საქმიანობას წარმოადგენს მეტალიზირებული ძაფების წარმოება.
შპს „Geofibre“-ს განხორციელებული ინვესტიცია დაახლოებით 6 მილიონი აშშ დოლარია. საწარმო ყოველთვიურად 100 ტონა ძაფს ამზადებს. ამჟამად საწარმოში დასაქმებულია 162 თანამშრომელი, მიზანი სულ ცოტა 250 თანამშრომლის დასაქმებაა. „Geofibre“ აჭარის ექსპორტიორთა პირველ სამეულში შედის.
შპს „Geofibre“ს მიერ დამზადებული ნაწარმის იმპორტირება ხდება საქართველოდან თურქეთში და თურქეთიდან ევროპის სხვადასხვა ქვეყნების ბაზრებზე.საწარმო იაპონიის და ინდოეთის საწარმოებთან ერთად მსოფლიოს მოწინავე სამეულში შედის ფიბროძაფების წარმოებაში. 
შპს „Geofibre“ ახლო მომავალში აპირებს დამატებითი ინვესტიციების განხორციელებას, რომლის მიზანსაც წარმოადგენს დამატებითი საინვესტიციო პოტენციალის განხორციელება და წარმოების გაზრდა.
შპს „Geofibre“-ს აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე თამაზ შავაძე, აღმასრულებელი დირექტორი ედნარ ბოლქვაძე, ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი გიორგი ზირაქაშვილი სტუმრობდნენ. 
საუბარი შეეხო მომავალ ინვესტიციებსა და სამომავლო გეგმებს. პალატის წარმომადგენლებმა კომპანიას ბიზნეს საქმიანობაში მხარდაჭერა და დახმარება აღუთქვა.