სიახლეები
:: ასსპა-ში შრომის უსაფრთხოების შესახებ ტრენინგი გაიმართა

5 აპრილს, აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის საკონფერენციო დარბაზში, პალატასთან არსებული DCFTA საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი თემაზე: “ევროდირექტივები შრომის უსაფრთოების შესახებ და საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოში“.

ღონისძიებაზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები: საქართველოს კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ; დირექტივა 89/656/EEC სამუშაო ადგილზე მუშაკთა მიერ პერსონალური დამცავი აღჭურვილობის გამოყენებისთვის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალური მოთხოვნების შესახებ; დირექტივა 2009/104 / EC სამუშაო ადგილებზე სამუშაო მოწყობილობების გამოყენებისათვის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალური მოთხოვნების შესახებ; დირექტივა 89/654/EEC სამუშაო ადგილზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალური მოთხოვნების შესახებ. ტრენინგში 32 ადგილობრივი მეწარმე მონაწილეობდა.
ღონისძიება ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტის - „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს.
ტრენინგს უძღვებოდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ინსპექტორები - ქეთევან დარცმელია და მაია მიქაია.