სიახლეები
:: „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო–სამრეწველო პალატის“ პალატის საბჭოს სხდომა გაიმართა

სასტუმრო „მარანში“„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო–სამრეწველო პალატის“ პალატის საბჭოს მიმდინარე წლის №1 სხდომა გაიმართა შემდეგი დღის წესრიგით:

1. სსიპ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო–სამრეწველო პალატის“ 2018 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში - მომხსენებელი თამაზ შავაძე; 
2. სსიპ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო–სამრეწველო პალატის“ 2019 წლის ბიუჯეტის წარდგენა და დამტკიცება - მომხსენებელი ნინო დოლიძე; 
3. 2019 წლის 08 მარტს გამართულ ''მეწარმე ქალთა ეროვნულ ბიზნეს ფორუმის'' შესახებ ინფორმაციის წარდგენა - მომხსენებელი მაყვალა კვირიკაძე;
4. სსიპ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო–სამრეწველო პალატის“ საბჭოში „ჯარა“-ს მეფუტკრეთა ასოციაციის გაწევრიანების შესახებ - მომხსენებელი ედნარ ბოლქვაძე; 
5. ა(ა)იპ „აჭარის ახალგაზრდა ბიზნესმენთა ასოციაციაცია“-ში თავმჯდომარის ცვლილებასთან დაკავშირებით - მომხსენებელი თამაზ შავაძე; 
6. სსიპ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო–სამრეწველო პალატის“ საერთო კრების შემადგენლობაში შემავალი დელეგატების არჩევის საკითხი - მომხსენებელი თამაზ შავაძე.