სიახლეები
:: ასსპა-ს თავმჯდომარე ინდონეზიის ელჩს შეხვდა

 

      აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე თამაზ შავაძე ინდონეზიის ელჩს უკრაინაში, საქართველოსა და სომხეთში იუდი ქრისნანდს და ამავე საელჩოს მრჩეველს პრესის, სოციალურ და კულტურულ საკითხებში გათოთ ამრიჰ ჯემირინს შეხვდა.

      გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ისაუბრეს ინდონეზიის ქალაქ ბალისა და ქალაქ ბათუმის დამეგობრების შესაძლებლობაზე. ელჩი დაინტერესდა ტურიზმის სფეროში ინდონეზიისა და საქართველოს რეგიონების შესაძლო თანამშრომლობის საკითხით. ასსპა-ს თავმჯდომარემ იუდი ქრისნანდს აჭარის რეგიონის ტურისტული პოტენციალი გააცნო.

      მხარეები შეთანხმდნენ: ხელი შეუწყონ ორი ქვეყნის ბიზნესმენების საქმიან ურთიერთობებსა და ერთობლივი ბიზნეს ფორუმების  ჩატარებას.